მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

“მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!”- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე.

 

“მორიგჯერ ვცემ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე:

მე არანაირ კამპანიას არ ვმართავ და არც არასდროს ვმართავდი – არც ვინმეს წინააღმდეგ და არც ვინმეს მხარდასაჭერად. მე ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ და ვიცავ ჩემს პოზიციებს, ეს კი, კამპანია არ არის, ეს აზრის გამოხატვის უფლებაა, კამპანია სულ სხვა რამეს ნიშნავს.

ირაკლი ღარიბაშვილი იყო და არის ჩემი მეგობარი და თუ რამით შემიძლია გვერდში დავუდგე, დავუდგები. ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი არ დგას ჩემ უკან და არც არასდროს არ მდგარა, ღარიბაშვილი წარმოადგენდა ქართულ ოცნებას, მე – პატრიოტთა ალიანსს და ეს ყოველთვის ორი განსხვავებული პოლიტიკური გუნდი იყო.

საჯარო ინფორმაციის გარდა ანუ ღარიბაშვილის წერილების ან მისი ადვოკატების განცხადებების გარდა, მე არანაირ სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ინფორმაციას, ისევე როგორც სხვები, მეც მხოლოდ საჯარო სივრციდან ვიღებ.

დღეს მე ვხედავ, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს უყენებენ ანუ ხდება ის, რაზეც თავად ღარიბაშვილმა დაწერა, რომ მას ემუქრებოდნენ ახალი საქმის აღძვრით.

მე მჯერა ღარიბაშვილის განცხადების ანუ მჯერა, რომ მას ივლისში მართლა მიუტანეს წერილი და რადგან ღარიბაშვილი ამბობს, რომ წერილი მდინარაძისგან იყო, მე ამისი მჯერა.

ამ წერილში ჩემი გვარი რატომ გაჩნდა? წესით, არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მე ამ საქმეებთან არანაირი შეხება არა მაქვს, მაშინ რატომ გაჩნდა?

ვფიქრობ, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საჯაროდ ვამხელთ კობახიძეს, ეს ჯგუფი დღეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ჯგუფია, ამ ჯგუფმა უამრავი ხალხი დაიჭირა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ!

კვლავ ღარიბაშვილზე – ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად ნათელია, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს, ღარიბაშვილს დააბრალოს ჯარის გაძარცვა. არსებობს ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე თემები: საბავშვო ბაღები, სკოლა, პენსიონერები, ჯარი… ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ადამიანს გულზე ხვდება, ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს და თუ კაცის მოსპობა გინდა, მას ან ჯაშუშობა უნდა დააბრალო ან ბავშვების, პენსიონერებისა და ჯარის ძარცვა. ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი- მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე.

ღარიბაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ ღვინის ბიზნესთან, ეს ერთი თემაა: უნდა აესახა თუ არა ხსენებული ინფორმაცია დეკლარაციაში (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამოა დაპატიმრებული), მაგრამ ეს ხომ ცხადყოფს, რომ ღარიბაშვილს არ ჰქონდა საჭიროება ბურჭულაძისგან ნაწილ-ნაწილ ქრთამის აღების?! ბურჭულაძე დღეს ციხეშია, მე არ ვიცი, რა ზეწოლაა მასზე, მაგრამ ვუშვებ აზრს, რომ ის იძულებული გახადეს, ხელი დაედო ღარიბაშვილისთვის. ამ აზრს მიძლიერებს ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ არანაირი ქრთამი არ ყოფილა, რომ ღარიბაშვილი ამ ბრალს არ აღიარებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ დღეებში კიდევ ბევრი რამეს მოეფინება ნათელი”-ამბობს ირმა ინაშვილი.

პოპულარული

უკრაინის გენშტაბის თქმით, ომში რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და...

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო პრეპარატის შექმნას, რომელმაც შესაძლოა დაბერების პროცესი შეანელოს– The New York Times.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც თავდაპირველად ფილტვის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...