კიევზე რუსეთისიერიშის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობენ და ამ მხრივ კიევისთვის დახმარების გაწევა ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
“რუსეთი მის მიერვე დაწყებულ ომს აგებს და ამის პასუხად მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს მიზანში.” – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.



