ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება.

„ამ შეკითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ რეფერენდუმის დროს ხალხის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი იყოს. პასუხებზე სამუშაოდ კი სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ეს პროცესი დიდ სამუშაოს მოითხოვს და ალბათ, ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ.[…] ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებამ გამოიწვია, მაგრამ ეს ამის ფუნდამენტური მიზეზი არ არის. რუსეთში წარმოქმნილი შეშფოთების მთავარი მიზეზი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაწყებული ტრანსფორმაციაა. ობიექტური და სუბიექტური ისტორიული გარემოებების გამო, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები აღქმული იყო როგორც სამხედრო-უსაფრთხოების ხასიათის. ორი საუკუნის განმავლობაში სომხურ-რუსული ურთიერთობები შენდებოდა იმის საფუძველზე, რომ რუსეთი სომეხი ხალხისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია. მე ეჭვი არ შემპარვია რუსეთის მზადყოფნაში, რომ ეს ფუნქცია შეესრულებინა, თუმცა 2021, 2022 და 2023 წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია შეიძლება ზოგჯერ ამ როლის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

პოპულარული

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების...

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...