იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa.

იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემის (CEAS) წესების მიუხედავად, მისი ქვეყანა გერმანიიდან იტალიაში უკან გამოგზავნილ „არალეგალ მიგრანტებს“ არ მიიღებს, ვიდრე გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციების გემები ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას განაგრძობენ.

„გერმანიას არ აქვს უფლება, ჩვენთან არც ერთი არალეგალი მიგრანტი გამოგზავნოს, ვიდრე გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციების გემები ხმელთაშუა ზღვაში დაცურავენ და ათასობით არალეგალი მიგრანტი იტალიასა და ევროპაში ჩამოჰყავთ“, — ციტირებს გერმანული ყოველკვირეული Der Spiegel სალვინის განცხადებას. მემარჯვენე პარტია Lega-ს ლიდერმა ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ტრენტოში გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე გააკეთა.

რომის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციების გემებმა ხმელთაშუა ზღვაში 2200 მიგრანტი გადაარჩინეს და იტალიის პორტებში გადაიყვანეს. მათგან ზოგიერთმა მოგვიანებით იტალია დატოვა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, გაემგზავრა.

სალვინი აკრიტიკებს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მიგრანტებს გადაარჩენენ

თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემა (CEAS) ივნისში ამოქმედდა. ის გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს დუბლინის შეთანხმების შესაბამისად აძლევს შესაძლებლობას, იტალიაში დააბრუნონ მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე იტალიის სანაპიროს გავლით მოხვდნენ.

ამის მიუხედავად, CEAS-ის ამოქმედებიდან დღემდე იტალიას გერმანიიდან დაბრუნებული არც ერთი მიგრანტი არ მიუღია, — აღნიშნავს Der Spiegel.

ადრე, როდესაც მატეო სალვინი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ის მუდმივად აკრიტიკებდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის Sea-Watch-ის საქმიანობას და აცხადებდა, რომ ისინი „კონტრაბანდისტებს ეხმარებიან მიგრანტების ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტზე შეტყუებაში“, — იხსენებს Die Welt.

იტალიის მიერ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული მიგრანტების მიღებაზე უარის კომენტირებისას, ბუნდესტაგში მმართველი CDU/CSU-ის ფრაქციის საშინაო პოლიტიკის საკითხებში სპიკერმა ალექსანდერ ტრომმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ასეთმა ქმედებამ „შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავშესაფრის საერთო ევროპულ სისტემას, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა“.

მან ასევე გააფრთხილა ყველა, რომ ამან ევროპის სხვა ქვეყნებში შესაძლოა „ჯაჭვური რეაქცია“ გამოიწვიოს.

შესაძლოა იტალიისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციის საკითხზე შეხვდნენ

როგორც dpa წერს, მატეო სალვინი იტალიის მთავრობის ერთადერთი წევრი არ არის, რომელიც რომის მიერ სხვა ევროპული ქვეყნებიდან დაბრუნებული მიგრანტების მიღებაზე უარს გამართლებულად მიიჩნევს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზიც ასევე საუბრობენ არსებული „დისბალანსის გამოსწორების“ აუცილებლობაზე.

იტალიური მხარე ამასთან ამტკიცებს, რომ საზღვაო სამართლის მიხედვით, გემებზე მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის დროშის ქვეშაც ისინი დაცურავენ. ამ არგუმენტის თანახმად, თუ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციების გემები მიგრანტებს ბორტზე იღებენ, მათთვის ევროკავშირში შესვლის ქვეყანა გერმანია ხდება და არა იტალია.

გერმანიის ხელისუფლება, თავის მხრივ, არაერთხელ უსვამდა ხაზს ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას მიგრანტების მიღებისა და განაწილების საკითხში.

ამასთან, იტალიიდან ჩასული მიგრანტების უკან დაბრუნების განზრახვის შესახებ უკვე განაცხადეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და ფინეთმა.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლიდან იტალიამ უარი თქვა დაახლოებით 80 000 მიგრანტის მიღებაზე, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან უკან უნდა დაებრუნებინათ. რომი ამის მიზეზად თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობას ასახელებდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიგრაციის საკითხი მალე იტალიისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების — მატეო პიანტედოზისა და ალექსანდერ დობრინდტის — შეხვედრაზე უნდა განიხილონ.

პოპულარული

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს....

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა....

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ...

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...