ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან, სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით შეკვეთილი მკვლელობებისთვის უნდა გამოეყენებინათ. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასული წლის ოქტომბერში შიდა დაზვერვამ ბერლინის გარეუბანში იარაღის სამალავის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

სპეცსამსახურის თანამშრომლებმა პოლიციასთან ერთად დაადგინეს სამალავის ადგილმდებარეობა და იქ ორი პისტოლეტი და ვაზნების მარაგი იპოვეს. დობრინდტის თქმით, იარაღი მწყობრიდან გამოიყვანეს და გამოყენებისთვის უვარგისი გახადეს.

სპეცსამსახურები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ სამალავს, თუმცა მასთან არავინ მისულა.

„ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ჩვენ მაღალი საფრთხის პირობებში გვიწევს მუშაობა“, — განაცხადა მინისტრმა.

რა არის ცნობილი რუმინეთში დაკავებული ეჭვმიტანილის შესახებ

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, პროკურატურა სწავლობს, შესაძლოა თუ არა ამ საქმესთან კავშირი ჰქონდეს პირს, რომელიც რუმინეთში დააკავეს ამანათებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმების დაგეგმვის საქმეში ეჭვმიტანილად.

დობრინდტს ეჭვმიტანილის მოქალაქეობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა ის აღწერა როგორც „დაბალი რგოლის აგენტი“, რომელმაც საკუთარი ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა არ იცოდა. მინისტრის თქმით, წელს უკვე დააკავეს რამდენიმე ასეთი სავარაუდო შემსრულებელი, მათ შორის ყაზახეთის მოქალაქეც.

AFP-ის წყარომ რუმინეთის პოლიციაში განაცხადა, რომ ბერლინის იარაღის სამალავთან კავშირში ეჭვმიტანილია უკრაინის ორი მოქალაქიდან ერთ-ერთი, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში რუმინეთში რუსეთის დაკვეთით თავდასხმების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

იმ დროს რუმინეთის პოლიცია აცხადებდა, რომ 20-დან 30 წლამდე ასაკის ორი უკრაინელი პოლონეთიდან ბუქარესტში ჩავიდა და „საერთაშორისო საკურიერო კომპანიის ოფისში ორი ამანათი ჩააბარა, რომლებშიც თვითნაკეთი მოწყობილობები იყო მოთავსებული“.

„მათი მიზანი ამ შენობის ხანძრის გაჩენის გზით განადგურება იყო“, — ნათქვამი იყო პოლიციის პრესრელიზში.

რუმინეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის ეს მოქალაქეები დაკავშირებული იყვნენ „ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედ ფართო დივერსიულ ქსელთან, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ“.

რუმინეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ „აღკვეთა ახალი დივერსიული ოპერაცია, რომელიც რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის ტერიტორიაზე მოაწყო“.

როგორც გაზეთი Süddeutsche Zeitung და ტელეკომპანიები NDR და WDR გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების (BfV) წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, ამ უწყებაში მიიჩნევენ, რომ იარაღის სამალავი რუსეთის დაზვერვას ეკუთვნოდა.

„გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ იარაღი განკუთვნილი იყო აგენტებისთვის, რომლებსაც მოსკოვის დავალებით ქვეყანაში ე.წ. „კინეტიკური ოპერაციები“ უნდა განეხორციელებინათ — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკვლელობები“, — ნათქვამია პუბლიკაციებში.

ჟურნალისტები იხსენებენ, რომ BfV-ის ხელმძღვანელი სინან სელენი უკვე დიდი ხანია ბერლინში დახურულ შეხვედრებზე აფრთხილებდა ოფიციალურ პირებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ტაქტიკა გააქტიურეს და ახლა გერმანიაში შეკვეთილი მკვლელობების დაგეგმვასაც ახორციელებენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის სამიზნეების სიაში შედიან თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელები, ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციონერები და უკრაინის სხვადასხვა მხარდამჭერი“, — აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები.

გერმანიაში რუსეთის საელჩომ ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ამ ბრალდებებზე, არ უპასუხა.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე დობრინდტმა უარი თქვა დაედასტურებინა ცნობები, რომ იარაღის სამალავი რუსეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა განაცხადა, რომ „უცხო სახელმწიფოების შესაძლო მონაწილეობას“ არ გამორიცხავს.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი გერმანიაში ბეთანი ბელი აღნიშნავს, გერმანიის ხელისუფლება ეჭვობს, რომ  რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმების მთელი სერიის ორგანიზებაშია ჩარეული.

2024 წელს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვი გერმანიის უმსხვილესი თავდაცვითი კონცერნის Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. ამ ცნობამ გერმანელი პოლიტიკოსები შოკში ჩააგდო და მათ ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღება მოითხოვეს.

2021 წელს გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს და FSB-ის სპეცრაზმელს, ვადიმ კრასიკოვს, ბერლინის პარკში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით კრასიკოვი რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში რუსეთში დაბრუნდა.

პოპულარული

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი...

ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა, თუ რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თითოეულ სრულწლოვან...

ზელენსკის თვითმფრინავს ოსლოსკენ გადაფრენისას კინაღამ დრონი დაეჯახა — ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

ოთარ ფარცხალაძე–რომანოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის ბატალიონ “გეორგიევსკ“–თან ერთად

რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...