„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო — რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის გახშირებული დარტყმების ფონზე. მოსახლეობა კვლავ ჩივის ავტოგასამართ სადგურებზე რიგებზე, ფასების ზრდასა და ბენზინის ხარისხზე.

მედიის  გამოთვლებით, საწვავთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ რუსეთის სულ მცირე 25 რეგიონში ჩივიან. დეფიციტს მოსკოვიც შეეჯახა. ანექსირებულ ყირიმში კი კრიზისის პირველი ტალღა არც დასრულებულა — იქ პრობლემები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

ახალი ტალღა

„შაბათ საღამოს, 15 აგვისტოს, მეგობართან ერთად მოსკოვიდან სახლში, [მოსკოვის ოლქის] კოროლიოვში ვბრუნდებოდით. Teboil-ის ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დავინახეთ. გაგვიკვირდა. მძღოლმა კი გვითხრა, რომ საწვავის დეფიციტი ისევ დაიწყო. პირველი კრიზისის შემდეგ ფასებიც მომატებული დარჩა“, — ჰყვება მარია*.

18 აგვისტოს საღამოს მან კოროლიოვში Teboil-ისა და „გაზპრომნეფტის“ ავტოგასამართი სადგურები მოიარა — ბენზინი არ იყო. მოსკოვში ახალი რიგებისა და საწვავის დეფიციტის შესახებ სოციალურ ქსელებში შეტყობინებები აგვისტოს შუა რიცხვებიდან გავრცელდა.

გამოცემა RBC-ის ცნობით, ბენზინზე მზარდი მოთხოვნის გამო ავტოგასამართი სადგურების რამდენიმე ქსელმა საწვავის გაყიდვაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. „გაზპრომნეფტში“ ერთი ავტომობილის ავზში მაქსიმუმ 40 ლიტრის ჩასხმა შეიძლება, „ტატნეფტში“ კი — 50 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის.

მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მცხოვრებმა ივანმა* შენიშნა, რომ 95-ოქტანიანი ბენზინის პოვნა გართულდა.

„თუ დაახლოებით სამი კვირის წინ „გაზპრომნეფტის“ ქსელურ სადგურზე უპრობლემოდ და რიგის გარეშე ჩავასხი ბენზინი, ლიტრი დაახლოებით 69 რუბლად — დაახლოებით 80 ცენტად, გასულ პარასკევს, 14 აგვისტოს, დილის 6:30-ზე „როსნეფტის“ რიგში ჩავდექი. ეს იყო ერთადერთი ქსელური სადგური ირგვლივ, სადაც 95-იანი ბენზინი ჰქონდათ“, — ამბობს ის.

თუმცა ამ სადგურზე კაცმა ბენზინის ჩასხმა ვერ შეძლო — გაყიდვა შეზღუდული იყო. საბოლოოდ ივანმა საწვავი დამოუკიდებელ, არაქსელურ ავტოგასამართ სადგურზე ჩაასხა და ლიტრში 106 რუბლი — დაახლოებით 1,3 დოლარი — გადაიხადა.

პატარა არაქსელური ავტოგასამართი სადგურები, რომლებსაც დამოუკიდებელ სადგურებსაც უწოდებენ, ბენზინს ბირჟაზე საბითუმო ფასად ყიდულობენ. მათგან განსხვავებით, მსხვილი ნავთობკომპანიების კუთვნილი ქსელური ავტოგასამართი სადგურები ხშირად საკუთარი მოპოვებული ნავთობისგან თავადვე წარმოებულ საწვავს ყიდიან. ეს ხარჯებს ამცირებს და ფასების შეკავების შესაძლებლობას იძლევა.

Telegram-არხ „რეალური ხიმკის“ კორესპონდენტი დმიტრი ზუბარევი ამბობს, რომ ბენზინთან დაკავშირებულ პრობლემებს უკვე ერთი კვირაა აკვირდება:

„ბენზინის მხრივ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. განსაკუთრებით დილაობით.“

მისი თქმით, „ლუკოილის“, „გაზპრომისა“ და „ტატნეფტის“ სადგურებზე საწვავის ჩასხმა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბენზინი მცირე ხნით ჩნდება, რიგში კი შეიძლება საათ-ნახევარი გაატარო.

ზუბარევის თქმით, უკონტაქტო გადახდის მქონე ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე თანხის გადახდა ზოგჯერ მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი და ამის შესახებ ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ბოლოს, რიგში ხანგრძლივი დგომის შემდეგ გაიგოს. აპლიკაცია ყველას არ აქვს, ამასთან, მობილური ინტერნეტიც შეფერხებებით მუშაობს.

ზოგ სადგურზე, მისი თქმით, გადახდა მხოლოდ საწვავის ბარათით შეიძლება — ეს კომპანიებისთვის განკუთვნილი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაა.

პოლიტოლოგმა მიხაილ ვინოგრადოვმა თქვა, რომ 20 აგვისტოს, დილით ადრე, მოსკოვის ცენტრი მესამე სატრანსპორტო რგოლის ფარგლებში მანქანით შემოიარა. მისი დაკვირვებით, ავტოგასამართი სადგურების ნახევარი დაკეტილი იყო. რიგში დგომის მინიმალური დრო კი ერთი საათი იყო.

საქმე უკვე იქამდეც მივიდა, რომ, როგორც მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ყოფილმა დეპუტატმა ანტონინა სტეცენკომ BBC-ს უთხრა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩერებული მანქანიდან ღამით ვიღაცამ ბენზინი ამოტუმბა.

დეფიციტმა მხოლოდ მოსკოვი და მოსკოვის ოლქი არ მოიცვა. ტულაში მცხოვრები ალექსანდრის* აზრით, კრიზისის ეს ტალღა პირველზე მძიმეა.

„რიგები უკიდურესად დიდია. უკვე აღარ არის საუბარი რაღაც 30-50 მანქანაზე. უზარმაზარი რიგებია, რომლებიც გზებზე საცობებსა და შეფერხებებს ქმნის და მთელ ქალაქს უშლის ხელს, განსაკუთრებით პიკის საათებში. შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა თუ პიკს ჯერ არ მიაღწია, ძალიან მაღალ სტადიაზე მაინც გადავიდა. ზოგი ავტოგასამართი სადგური მუდმივად დაკეტილია. ზოგან, მაგალითად, დილის რვიდან შუადღემდე მუშაობენ, ზოგან კი — სანამ საწვავი არ ამოიწურება. მაგალითად, სამსახურის შემდეგ საღამოს რვამდე რიგში ვიდექი და, სამწუხაროდ, ნახევარი საათის შემდეგ სადგური დაიკეტა, ამიტომ უფრო ძვირიანზე მომიწია წასვლა. კომერციულ, არაქსელურ სადგურებზე ფასები ძალიან გაიზარდა“, — ამბობს ალექსანდრი*.

მისი თქმით, 95-ოქტანიანი ბენზინის ლიტრი 110 რუბლი — დაახლოებით 1,3 დოლარი — ღირს. „როსსტატის“ 17 აგვისტოს მონაცემებით, ტულის ოლქში შესაბამისი მარკების საშუალო ფასები დაახლოებით 77 და 89 რუბლს შეადგენდა.

ალექსანდრმა და მისმა მეუღლემ კრიზისის მეორე ტალღა დაახლოებით 9 აგვისტოს შენიშნეს. მათთვის ბენზინის შეფერხებები დიდი პრობლემაა, რადგან ქალაქგარეთ ცხოვრობენ, ალექსანდრის სამუშაო ადგილიდან 30-35 კილომეტრის დაშორებით. სამსახურში კი ის გრაფიკით — ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება — დადის.

ტულაში საწვავის პრობლემებზე ანამაც* ისაუბრა:

„ბენზინის მხრივ ყველაფერი ცუდადაა. ათობით ავტოგასამართი სადგურიდან ის ფაქტობრივად მხოლოდ სამზეა.“

ანა ფასებს არ უჩივის, თუმცა რიგში დიდხანს დგომა უწევთ.

„დღეს, 18 აგვისტოს, ჩემი ქმარი ადრე ადგა: დილის 7:20-ზე უკვე სადგურზე იყო და უზარმაზარი რიგის ბოლოში აღმოჩნდა. ბენზინის ჩასხმა მხოლოდ 9:50-ზე მოახერხა“, — ამბობს ის.

დაახლოებით ივლისიდან ბენზინთან დაკავშირებული პრობლემები ლიპეცკშიც დაიწყო.

„ჩვენთან მდგომარეობა მძიმეა: ბენზინი იშვიათად შემოაქვთ, რიგები კი წარმოუდგენლად დიდია“, — უთხრა მედიას დგილობრივმა მცხოვრებმა.

აგვისტოს დასაწყისიდან საწვავის პრობლემები ოფიციალურად რუსეთის ათზე მეტი რეგიონის ხელისუფლებამ აღიარა. კრიზისის პირველი ტალღის დროს, ივნისის ბოლოს, ბენზინთან დაკავშირებული პრობლემები პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში ფიქსირდებოდა.

ამჟამად საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები მხოლოდ ცალკეულ რეგიონებშია დაწესებული. მაგალითად, ლიპეცკის ოლქში კვლავ იწყებენ საწვავის გაყიდვას ლუწი და კენტი დღეების პრინციპით, ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მიხედვით. ხშირად კი ერთჯერადი ჩასხმის ლიმიტებს თავად ავტოგასამართი სადგურები აწესებენ.

პოპულარული

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

"ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ...

“ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა ” – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...