აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც აშშ-ში საბაჟო გადასახადების სახით ჰქონდათ გადახდილი, — ამის შესახებ  ბიზნესჟურნალი Die Wirtschaftswoche წერს. თანხების დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დამატებითი ტარიფები უკანონოდ ცნო.

ყველაზე დიდი თანხა — 416 მილიონი ევრო — ტვირთების გადამზიდავმა DHL-მა მიიღო. ლოგისტიკური კომპანია ამ თანხის კლიენტებისთვის გადაცემას გეგმავს. აშშ-ის ხელისუფლებამ 200 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი აუნაზღაურა Siemens Healthineers-ს, რომელიც მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდ Puma-ს 49 მილიონი ევრო დაუბრუნდა. ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელმა Sartorius-მა 26 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო სამედიცინო ტექნიკისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელმა Dräger-მა — 22 მილიონი ევრო.

ჟურნალი აღნიშნავს, რომ გერმანული კომპანიებისთვის უკვე დაბრუნებული თანხა საბოლოო არ არის. ზოგიერთ საწარმოს კომპენსაცია ჯერ არ მიუღია და მის მიღებას 2026 წლის ბოლომდე ელოდება. მაგალითად, სპორტული ბრენდი Adidas 214-257 მილიონი ევროს დაბრუნებას გეგმავს. დამატებით ანაზღაურებას ელოდება DHL-იც.

ოქტომბრიდან ივლისამდე აშშ-ის ხელისუფლებამ უცხოურ კომპანიებს 85 მილიარდი ევრო დაუბრუნა

საერთო ჯამში, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ივლისის ბოლომდე აშშ-ის მთავრობამ უცხოურ კომპანიებს 85 მილიარდი ევრო დაუბრუნა.

ამასთან, აშშ-ის საბაჟო სამსახურის შეფასებით, ხელისუფლებას კიდევ 25 მილიარდ ევროზე მეტის ანაზღაურება მოუწევს.

შედარებისთვის, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივნისის ბოლომდე ვაშინგტონმა უცხოურ კომპანიებს 4,5 მილიარდ ევროზე ოდნავ ნაკლები დაუბრუნა.

თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ ადრე დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო

2026 წლის 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც ათობით სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბაჟო ტარიფების შემოღებისას 1977 წლის საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტს (IEEPA) დაეყრდნო.

ტარიფების უმეტესობა, მათ შორის პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ე.წ. „საპასუხო“ ტარიფები, ასევე კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები, უკანონოდ გამოცხადდა.

თავად ტრამპმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ღრმად იმედგამაცრუებელი“ უწოდა. მისი თქმით, სასამართლოს წევრები „ერის სირცხვილი არიან“, რადგან ისინი „უცხოურ ინტერესებს დაემორჩილნენ“.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა ახალი, 10-პროცენტიანი ტარიფები შემოიღო, თუმცა მაისში ნიუ-იორკში მდებარე აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის ფედერალურმა სასამართლომ ეს ტარიფებიც უკანონოდ ცნო.

პოპულარული

“ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა ” – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ - როგორც საგანგებო სიტუაციების...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...