საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებები ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ორგანიზაციის მონაცემებით, სულ 14 გამოძიება მიმდინარეობს, რომელთა ფიგურანტების უმეტესობა უკავშირდება ორ ჯგუფს — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

TI-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოები გამოიყენება „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული დაპირისპირების ფარგლებში, რადგან გამოძიება შერჩევითად ეხება პარტიის ყოფილ წევრებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესის კონკრეტული მიზეზი დაუდგენელია და საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ამის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

ლილუაშვილის ჯგუფი

TI-ის ცნობით, 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება პირების მიმართ, რომლებიც უკავშირდებიან გრიგოლ ლილუაშვილს და 2019–2025 წლებში იკავებდნენ თანამდებობებს მასთან დაკავშირებულ სამინისტროებსა და სტრუქტურებში. გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩამონგრეულ ხიდს (ზარალი 16 მილიონ ლარზე მეტი), „ლაგი კაპიტალის“ საქმეს (11 მილიონი ლარის ზარალი) და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამური ზარალი 32 მილიონ ლარს აღემატება.

  • გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი — 2025 წლის 24 ოქტომბერს პროკურატურამ ჩაატარა ჩხრეკა მისსა და მასთან დაკავშირებულ პირთა საცხოვრებელ ბინებში, სადაც ამოღებულ იქნა 7,002,200 აშშ დოლარი და 136,000 ლარი ნაღდი ფული, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, დოკუმენტაცია და ტექნიკა. კონკრეტული ბრალდება არ არის დაზუსტებული.
  • ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი — ჩატარდა ჩხრეკა.
  • კობა გაბუნია, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე — დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, „ლაგი კაპიტალის“ საქმეში, სადაც 30 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი 11,2 მილიონ ლარზე მეტიდან, TI-ის ცნობით, 9,36 მილიონი ლარი უკანონოდ იქნა მითვისებული.
  • დავით ტაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — შეეფარდა გირაო 300,000 ლარი, იმავე საქმეზე.
  • ლევან კუპატაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი — დაკავებულია გრიგოლეთის ხიდის საქმეზე, სადაც, TI-ის ცნობით, ყალბი დადასტურებების საფუძველზე კომპანიებმა თაღლითურად მიიღეს 5 მილიონ ლარამდე თანხა.
  • ვლადიმერ ხუნდაძე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე — დაკავებულია ალკოჰოლის უკანონო წარმოების საქმეზე (75,000-ზე მეტი ბოთლი).
  • კობა ხუნდაძე, ვლადიმერ ხუნდაძის ძმა — დაკავებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით; ჩხრეკისას ამოღებულია 1,319,300 აშშ დოლარი.
  • ანდრია ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი — ჩატარდა ჩხრეკა.
  • ბიჭიკო პაიკიძე, ვანის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი — დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება 4,184,249 ლარის მითვისებაში; არ იმყოფება საქართველოში.

ღარიბაშვილის ჯგუფი

პროკურატურამ იმავე პერიოდში დაიწყო 6 გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირების მიმართ. გამოძიებები ეხება სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას (სახელმწიფოს ზარალი 1,333,728 ლარი), უაქციზო სიგარეტის წარმოებას და დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეებს.

  • ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი — ბრალი ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და მისი წარმომავლობის დამალვაში; შეეფარდა გირაო 1 მილიონი ლარი. TI-ის ცნობით, ჩხრეკისას მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 6,5 მილიონი დოლარი.
  • რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მინისტრის მოადგილე — დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით.
  • ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი — დაკავებულია სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის საქმეზე, სადაც, TI-ის ცნობით, აპარატი შესყიდულია საბაზრო ღირებულებაზე დაახლოებით 1,33 მილიონი ლარით ძვირად.
  • გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე — დაკავებულია იმავე საქმეზე.
  • ვლადიმერ ღუდუშაური, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი — შეეფარდა გირაო 10,000 ლარი, იმავე საქმეზე.
  • ვასილ მხეიძე, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა — დაკავებულია უაქციზო სიგარეტის წარმოების საქმეზე, სადაც ამოღებულია 323,851 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ღირებულებით 2,176,341 ლარი.
  • ნუგზარ ცაბაურაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი — დაკავებულია იმავე საქმეზე.

იხილეთ ვრცხლად :

პოპულარული

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით-კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას -...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა....

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...