ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

spot_imgspot_img

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას და სახალხო დეპუტატ ვადიმ სტოლარის საცხოვრებელ მისამართებზე.


პარალელურად სამართალდამცველები სახელმწიფო ბანკ Sense Bank-შიც შევიდნენ.

ოპერაციას კოდური სახელი „Forrest Gump“ ეწოდა. გამოძიების სამიზნე გავლენიანი დანაშაულებრივი დაჯგუფებაა, რომელშიც, НАБУ-ს ვერსიით, მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნები და სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელები ფიგურირებენ.

საქმე ეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 150 მილიონი გრივნის ნაღდი ფულის ლეგალიზაციას. სქემის მონაწილეებმა ფიქტიური კომპანიების ანგარიშების გამოყენებით თანხა ლეგალურ ბრუნვაში შეიტანეს, რათა ის „მიდასის“ საქმეში ბრალდებული ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს გირაოს გადასახდელად გამოეყენებინათ.

ანუ მარტივად – ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო ბრალდებულია დიდ კორუფციულ სქემაში, რომლის დროსაც სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის კონტრაქტებიდან უკანონოდ იღებდნენ ფულს. მას 150 მილიონი გრივნა გირაო დაუნიშნეს. ირინა მუდრა და ვადიმ სტოლარი, გამოძიების ვერსიით, იმ ჯგუფში შედიოდნენ, რომელმაც ეს თანხა დანაშაულებრივი ფულიდან მოაგროვა, ფიქტიური კომპანიებისა და სახელმწიფო ბანკის მეშვეობით გაათეთრა და გალუშჩენკოს გირაო გადაიხადა, რომ ის ციხიდან გაეშვათ.
გამოძიების თანახმად, ჯგუფმა კონტროლი დაამყარა Sense Bank-ზე და მისი ტოპ-მენეჯმენტის მონაწილეობით ახორციელებდა უკანონო ტრანზაქციებს.

დღესვე, სპეცოპერაციის დაწყებიდან და ირინა მუდრას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებიდან სულ რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოფიციალურ განკარგულებას მუდრას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ოპერაციას კოდური სახელი „Forrest Gump“ დაერქვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ფარულ ჩანაწერებში ჰერმან გალუშჩენკოს დაუდევარი ფინანსური ქმედებების ირონიული შეფასების გამო. ფიგურანტები ექს-მინისტრის მიერ შვილის შვეიცარიულ კოლეჯში სწავლის არადეკლარირებულ დაფინანსებას „ფორესტ გამპს“, ანუ სულელურ შეცდომას ადარებდნენ, რის გამოც НАБУ-მ სპეცოპერაციას ეს კოდური სახელი მიანიჭა.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ...

აგვისტოში წითელ მოედანზე დაგეგმილი სამხედრო–მუსიკალური ფესტივალი გაუქმდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალი „სპასკაია ბაშნია“, რომელიც მოსკოვში, წითელ...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს...

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის...

საქართველო ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა. როგორ ხსნის უარს „ოცნება“ და როგორ აღიქმება ასეთი უარი EU-ში

საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.ევროკავშირმა...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....
spot_img

ყველა ამბავი

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული " - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-სპიკერმა...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა... როდესაც პირადად მე და ხელისუფლების...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული...

რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა,  სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი...

“დედა ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს! – გურამ დადიანის დედის ადვოკატი

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, მან უკვე იცის იმ FB მომხმარებლის IP მისამართი,...

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს “ლელო – ძლიერმა საქართველომ” და “ქართულმა ოცნებამ” მიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა...

დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია! ვინ ხარ რა ხდება?!- 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი

“დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია. ვინ ხარ? რა ხდება?“ - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი, ანი დადიანიძე...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სამრეწველო ობიექტებს დაარტეს. ინფორმაციას, ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი ავრცელებს.მისი თქმით,...

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და უფროს პროკურორ აბდულაი სეიეს სანქციები დაუწესა. „ეს პირები...

„დემოკრატია რუსეთის მძევალი ვერ იქნება“ — უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ხელისუფლებას აკრიტიკებს

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების გზა ომის პირობებშიც უნდა მოიძებნოს და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების...

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი მოგონებების წიგნი დაზე, რომელიც თითქმის 30...

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი...