წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

spot_imgspot_img

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქვეყნებს.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.
მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.
ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, – წერს ღარიბაშვილი

spot_imgspot_img

პოპულარული

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა...

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

იტალიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს

სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან შაბათს რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს,...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის...

აგვისტოში წითელ მოედანზე დაგეგმილი სამხედრო–მუსიკალური ფესტივალი გაუქმდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალი „სპასკაია ბაშნია“, რომელიც მოსკოვში, წითელ...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...
spot_img

ყველა ამბავი

მალე მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2“ დაანონსდება – პრორუსი ფიფია კობახიძის განცხადებაზე

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ მალე “გეორგიევსკი 2”-თან დაკავშირებით მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება.„როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, რომელიც მიხეილ...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია, როდესაც სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ჰორმუზის სრუტის რუკა გამოაქვეყნა წარწერით...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა...“ - ამის შესახებ...

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, ისე, რომ რუსეთს ამ ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია....

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის. შენგელიას მტკიცებით, ამ...

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დავალებით ხანძრების მოწყობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. შტუტგარტის უმაღლესმა სამხარეო...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. " - ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე...