საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

spot_imgspot_img

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის. შენგელიას მტკიცებით, ამ საწვავით უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები მარაგდება.

“ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ირაკლი კობახიძის განცხადება არის თვალის ახვევა, სიცრუე და ეროვნული ინტერესების ღალატი. საქართველოდან გაზიდული საწვავი პირდაპირ ხმარდება რუსულ საოკუპაციო მანქანასა და სეპარატისტებს. ხელისუფლებად წოდებულ რეჟიმს შევახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობის დროს აგრესორის საწვავითა და საპოხი მასალით პირდაპირი თუ ირიბი მომარაგება წარმოადგენს საომარი მოქმედებების მხარდაჭერას, მტრისთვის იარაღის მიწოდების ტოლფას ქმედებას.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები. ესენია:

  • რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში. სამხედრო ნაწილი №09322 – რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღიდან მონაწილეობს და იქ რამდენიმე მოტომსროლელი ბრიგადა ჰყავს გაგზავნილი.
  • რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო დივიზია და საზღვაო ფლოტი, რომელიც განლაგებულია ოჩამჩირეში. ქართულ საწვავს პირდაპირ ასხამენ ФСБ-ს სამხედრო კატარღებში, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებენ.
  • გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომი ქართული საწვავით ფუნქციონირებს.
  • წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონები, სადაც ამ საწვავით ოკუპანტების ძირითადი საბრძოლო წვრთნები ტარდება.

დარჩენილი 15%-დან 10%-ს ინაწილებენ დეფაქტო ძალოვანი სტრუქტურები […] ბოლო 5%-ის ხელში ჩასაგდებად კი ერთმანეთს გალის მილიციის უფროსი და “გაის” ხელმძღვანელი ებრძვიან […] არცერთი ლიტრი საწვავი რიგით მოქალაქემდე უფასოდ ან პირდაპირი წესით არ მიდის”. – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია,...

ტრამპი ომანს დაბომბვით ემუქრება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომანზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

“მნიშვნელოვანი უკუსვლა“– ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობაზე

ევროკავშირმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა....

ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის დაკავებასთან...

აზერბაიჯანი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გეგმავს — ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას ევროპულ ბაზარზე...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...
spot_img

ყველა ამბავი

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, ისე, რომ რუსეთს ამ ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია....

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დავალებით ხანძრების მოწყობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. შტუტგარტის უმაღლესმა სამხარეო...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. " - ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს."მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება – კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი...

“ტრაქტატის გაფორმებით საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო“–კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატს მორიგი ბრიფინგი მიუძღვნა

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით და იმის ახსნა სცადა, რომ საქართველომ ამ ტრაქტატით სარგებელი...

აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით – სამადაშვილი

"აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით "- აცხადებს კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.ცნობისთვის, თეთრი სახლი...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

რუსეთის ცნობით, მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5 საათამდე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი...