ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

spot_imgspot_img

“ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. ” – ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ – რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ – განაცხადა კობახიძე.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის...

ნაცნობისგან $30 000 ისესხა, არც თანხა დაუბრუნა, არც სარგებელი – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ...
spot_img

ყველა ამბავი

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს."მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება – კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი...

“ტრაქტატის გაფორმებით საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო“–კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატს მორიგი ბრიფინგი მიუძღვნა

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით და იმის ახსნა სცადა, რომ საქართველომ ამ ტრაქტატით სარგებელი...

აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით – სამადაშვილი

"აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით "- აცხადებს კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.ცნობისთვის, თეთრი სახლი...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

რუსეთის ცნობით, მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5 საათამდე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი...

„დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ და საქართველო – რა წერია თეთრი სახლის ანგარიშში?

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP) ანგარიში „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ტროტუარზე ოთხ ადამიანს დაეჯახა. ერთი ადგილზე დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ადამიანს...

ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს – ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა."არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი...

ტრამპი ომანს დაბომბვით ემუქრება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომანზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ ის ხელს შეუშლის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს."თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას გადავბომბავთ",...

ღარიბაშვილი: დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული...