„დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ და საქართველო – რა წერია თეთრი სახლის ანგარიშში?

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP) ანგარიში „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული. დოკუმენტი ჩინური პროდუქციის მესამე ქვეყნების გავლით აშშ-ში შეტანისა და ამერიკული ტარიფების გვერდის ავლის შესაძლო სქემებს მიმოიხილავს.

ანგარიშის მიხედვით, ჩინური პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე ზოგჯერ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებული იყოს მსუბუქი დამუშავება, გადაფუთვა, ხელახალი მარკირება, ინვოისების შეცვლა ან სხვა დოკუმენტური ცვლილებები, რათა საქონელს განსხვავებული ქვეყნის წარმოშობის იერი მიეცეს და მისი ჩინური წარმომავლობა დაიფაროს.

ანგარიშში ქვეყნები სამი კატეგორიის მიხედვით არის დაყოფილი. საქართველო მესამე კატეგორიაში — Tier 3-ში — მოხვდა. ამ ჯგუფში შედიან შედარებით მცირე ეკონომიკის ქვეყნები, სადაც, ანგარიშის თანახმად, ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის გადამისამართებისთვის შესაძლოა არსებობდეს გარკვეული „სუსტი რგოლები“ — მათ შორის თავისუფალი ზონები, პორტებთან ან საზღვრებთან წვდომა, საბაჟო საწყობები, შეზღუდული წარმოების შესაძლებლობები ან საბაჟო კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობები.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“, – წერია ანგარიშში, რომლის ფუნქციური კლასიფიკაციით, საქართველო „სარტყელი და გზის“ სახმელეთო კვანძებს მიეკუთვნება. სიაში, საქართველოსთან ერთად, არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის სხვა ქვეყნებიც – ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი და თურქეთი.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა პორტები, სარკინიგზო დერეფნები, თავისუფალი ზონები, ინდუსტრიული პარკები, საბაჟო საწყობები და ლოგისტიკური პლატფორმები, შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ლეგიტიმურ ვაჭრობას, ისე ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის გადამისამართებას.

აშშ-ის ადმინისტრაცია ამ რისკებთან საბრძოლველად ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც  გააანალიზებს გლობალურ სავაჭრო მონაცემებს, ტვირთების წარმოშობას, მარშრუტებსა და კომპონენტების შესახებ ინფორმაციას, რათა გამოავლინოს საეჭვო გადამისამართების სქემები და წარმოშობის შესახებ შეუსაბამობები.

ანგარიში ასევე ამბობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ტარიფების გვერდის ავლის მიზნით საქონელს უკანონოდ გადაამისამართებენ, შესაძლოა დამატებით სატარიფო ზომებს, სანქციებსა და აშშ-ის ბაზარზე წვდომის დაკარგვას დაექვემდებარონ.

პოპულარული

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას -...

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც...

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — არჩეულია ულე მადისე

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...