თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.

სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.“– აცხადებს თბილისის მერია.

 „დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.

ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.

თბილისის მერია აცხადებს, რომ მერიის  წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 032 2 72 22 22.

პოპულარული

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს....

კანადის საპასუხო ტარიფები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

კანადამ ამერიკულ საქონელზე დამატებითი, 50%-მდე ტარიფები დააწესა აშშ-ის ანალოგიური...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და...

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის...

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთის მთავრობამ 8 სექტემბერს რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...