ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ განახორციელა და ამისთვის ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა არ გამხდარა საჭირო.

„პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი 2019 წელს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომლითაც გათვალისწინებულია „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებაც.

„სპეციალური საწარმოს სტატუსი“ წლებია, მინიჭებული აქვს შპს „სოლიდუსს“, რომელიც ირკვევა, რომ მანამდე აფხზეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ თავად კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ უთხრა.
11 აგვისტოს კი, მთავრობის განკარგულებით, მას სამი თვით გაუგრძელეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება.

არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა. ის ასევე ამბობს, რომ „აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“. არველაძის ინფორმაციით, საწვავი, რომელსაც მისი კომპანია ქართულ ბაზარზე ყიდულობს „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი. ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“ – ამბობს არველაძე „რადიო თავისუფლებასთან“.

ეკონომისტი რომან გოცირიძე (ისევე როგორც „ოცნების“ სხვა ოპონენტები), რომელიც ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიმწოდებელი კომპანიის დასახელებას ითხოვდა, ამბობს, რომ ამით კითხვები არ მოხსნილა. ის არ გამორიცხავს, რომ რეალური მიმწოდებელი მსხვილი ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანია იყოს, რომელმაც სანქციების შიშით ამ „შემოვლითი გზით გაუმართა ხელი სეპარატისტულ რეჟიმს“.

„როგორც ირკვევა, აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა. იბადება კითხვა-ამ ჯიხურის სიდიდის სამეწარმეო სუბიექტმა სად იშოვა ამდენი საწვავი? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სინამდვილეში რეალური მიმწოდებელი არის მსხვილი ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანია, რომელმაც სანქციების შიშით ამ შემოვლითი გზით გაუმართა ხელი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე აფხაზეთის სეპარატისტულ წარმონაქმნს? აშკარაა, რომ „ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით იმოქმედა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

პოპულარული

ალბათობა იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა „ყველა ადამიანი გაანადგუროს“, 10%-ს აღემატება–Anthropic-ის მკვლევარი

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა უახლოეს ათწლეულში მთელი კაცობრიობა დაღუპოს, —...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის გუნდს – მაჭავარიანი ღარიბაშვილზე

„აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია....

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...