ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, – ნათქვამია Daily Telegraph-ის გამოძიებაში. ინფანტინო ბრალდებებს უარყოფს.

გამოძიების თანახმად, უეფამ ექვსნიშნა თანხა გადაუხადა ქალს, რომელსაც, სავარაუდოდ, ინფანტინოსთან ურთიერთობა ჰქონდა — მიუხედავად იმისა, რომ ინფანტინო დაქორწინებულია და ოთხი შვილი ჰყავს. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ინფანტინო უეფაში –ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირში –მუშაობდა. ის ორგანიზაციის გენერალური მდივანი 2009-2016 წლებში იყო, რის შემდეგაც ფიფას – ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის — პრეზიდენტად აირჩიეს.

გამოცემის ინფორმაციით, ინფანტინოს ურთიერთობა ჰქონდა უეფას თანამშრომელ ქალთან, რომელსაც შედარებით დაბალი ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა. ყოფილი კოლეგების თქმით, ინფანტინომ თავდაპირველად ის დააწინაურა და ხელფასი გაუზარდა,  მას შემდეგ კი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ პრეტენზია გამოთქვა, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი ორგანიზაციას კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვებდა.

გადახდილი თანხა ქალის ბიზნესსკოლაში MBA-ის პროგრამაზე სწავლის ხარჯებსაც ფარავდა. ამ ბიზნესსკოლაში სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 45 ათას ფუნტს შეადგენდა, ხოლო კომპენსაციის საერთო ოდენობა ექვსნიშნა იყო.

გამოძიების თანახმად, მოგვიანებით ინფანტინომ თავისი კავშირები გამოიყენა იმისთვისაც, რომ ქალს მსგავს სფეროში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური მიეღო.

Daily Telegraph-ის ცნობით, უეფაში დაადასტურეს, რომ ასეთი გადახდა მართლაც განხორციელდა. ორგანიზაციაში ასევე დაადასტურეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ქალისა და ინფანტინოს სავარაუდო ურთიერთობის შესახებ.

უეფაში აცხადებენ, რომ ყველა გადახდა იმ დროისთვის მოქმედ წესებს შეესაბამებოდა, თუმცა მას შემდეგ ორგანიზაციამ რეგულაციები „გაამკაცრა“, რათა ისინი „შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც თანამედროვე, მსხვილ და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში მოქმედებს“.

ფიფაში ინფანტინოს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფენ.

„ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ  ისინი რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამება. ნებისმიერი მინიშნება არასათანადო ქცევაზე ან წესდებისა თუ რეგულაციების დარღვევაზე ცილისმწამებლურია“, — განუცხადა ფიფას წარმომადგენელმა Telegraph-ს.

მისივე თქმით, „უეფას ან ფიფას არცერთ თანამშრომელს ბატონ ინფანტინოს ქცევასთან დაკავშირებით არასოდეს შეუტანია საჩივარი, რადგან არ ყოფილა არცერთი ინციდენტი, რომელშიც ის მონაწილეობდა“.

ჯანი ინფანტინოს კარიერა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი კრიზისის გამო აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ — მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მისი გეგმა მსოფლიო ჩემპიონატებთან დაკავშირებული წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შესახებ. მიუხედავად ამისა, მან ფიფას პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება შეძლო.

ინფანტინოს გეგმამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ნაწილობრივ პრივატიზებას ითვალისწინებდა, მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. უეფაში შემავალი 55-ვე ეროვნული საფეხბურთო ფედერაცია ფიფას ბოიკოტით დაემუქრა.

მაროკოში გამართულ ფიფას ხელმძღვანელობის საგანგებო შეხვედრაზე ინფანტინომ აღიარა, რომ საკუთარი გეგმის წინ წაწევისას შეცდომები დაუშვა. მან ეს გეგმა განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე უკან გაიწვია.

შეხვედრის შემდეგ მომზადდა ბოდიშის წერილი ჯანი ინფანტინოსა და ფიფას გენერალური მდივნის, მატიას გრაფსტრიომის სახელით. მათ დაშვებული შეცდომების გამო „გულწრფელი ბოდიში“ მოიხადეს და პირობა დადეს, რომ „მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება“.

ამავე დროს, ფიფამ ინფანტინოს მხარდამჭერი განცხადებაც გაავრცელა.

თუმცა უეფა კვლავ გეგმავს ფიფას ყველა ღონისძიების ბოიკოტს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ჯანი ინფანტინოს პრეზიდენტობის მიმართ ნდობა დაკარგა.

ამასთან, ინფანტინოს მხარდაჭერა მსოფლიოს სხვა რეგიონებში კვლავ აქვს. მის მხარდამჭერებს შორის არიან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია — CAF, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია — CONMEBOL, ასევე მექსიკისა და არგენტინის საფეხბურთო ასოციაციები.

პოპულარული

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა,...

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან...

გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი რუსეთს ერთობლივად უპირისპირდებიან–ვაიმარის სამკუთხედის შეხვედრა

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...