ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ „რუსლანებთან“ ახლოს- გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შვებულება სასწრაფოდ შეწყვიტა

spot_imgspot_img

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული Ан-124 „რუსლანის“ თვითმფრინავების სადგომთან ახლოს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონის აღმოჩენის შემდეგ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი შვებულებიდან სასწრაფოდ დაბრუნდა და ოთხშაბათ საღამოს სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია. მომხდარის გამოძიება პოლიციის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ დაიწყო.

ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი ოთხშაბათს ღამეს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, „ლაიფციგი-ჰალეს“ აეროპორტის ერთ-ერთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ახლოს, მიწაზე აღმოაჩინეს. მანამდე აეროპორტი დროებით დაიხურა, რადგან მის სიახლოვეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, მოგვიანებით განაცხადა პოლიციამ.

ამის შემდეგ კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც უკვე დაშვებაზე შედიოდა, თუმცა აეროპორტის მოულოდნელი დახურვის გამო კვლავ სიმაღლის აკრეფა დაიწყო, საფრენი ზონიდან გარკვეულ მანძილზე და დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე სხვა მფრინავ ობიექტს შეეჯახა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე დრონი იყო. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა ჰანოვერში, სადაც მას მცირე დაზიანებები აღმოუჩინეს.

საფრენ მოედანზე აღმოჩენილ დრონზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამნაღმველმა რობოტმა გააუვნებელყო. გერმანული მედიის ნაწილი პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რობოტის ჩარევამდე ბომბს დეტონატორი უკვე მოცილებული ჰქონდა.

გაზეთი Süddeutsche Zeitung და კიდევ რამდენიმე გამოცემა გამოძიების დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ექსპერტიზამ ბომბში ორი ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება — PETN, ანუ პენტაერიტრიტოლტეტრანიტრატი, და Semtex-ი აღმოაჩინა. პირველი, როგორც წესი, დეტონატორებში გამოიყენება, მეორე კი — ძირითად მუხტში.

ლაიფციგის აეროპორტი მხოლოდ სამოქალაქო აეროპორტი არ არის. ის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძი, ასევე NATO-სა და გერმანიის არმიის სატრანსპორტო ჰაბია. გარდა ამისა, იქ ბაზირებულია უკრაინული სატვირთო ავიაკომპანია Antonov Airlines, რომლის თვითმფრინავებთან ახლოსაც დრონი აღმოაჩინეს.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე Antonov Airlines-ის მთავარი ბაზა კიევის მახლობლად, ჰოსტომელში მდებარეობდა. აეროდრომის რუსეთის სადესანტო ძალების მიერ დაკავების მცდელობისას იქ მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი Ан-225 „მრია“ განადგურდა.

კომპანიის დანარჩენი თვითმფრინავები — Ан-124 „რუსლანები“, რომელთა ტვირთამწეობა 150 ტონამდეა — გადარჩა, რადგან იმ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კომპანიამ ახალი ბაზა ლაიფციგში გადაიტანა.

უკრაინაში ომის განმავლობაში გერმანიაში აკრძალულ ზონებში, მათ შორის აეროპორტების სიახლოვეს, დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ბრალი ან ეჭვი რუსეთის აგენტებზე მიიტანა.

ამ შემთხვევაშიც უკრაინის ელჩმა გერმანიაში ოლექსი მაკეევმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. მან ტელეკომპანია Welt-ს განუცხადა: „იმედი მაქვს, გერმანიის ხელისუფლება ახლა ყველა ფაქტს დაადგენს. მაგრამ რუსეთის გარდა, სხვა ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან?“

თუმცა გერმანიის ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებს ამ საკითხზე ჯერჯერობით თითქმის არაფერი უთქვამთ. მომხდარზე კომენტარი არც მოსკოვს გაუკეთებია.

ბუნდესტაგის დაზვერვის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ ჰენრიხმანმა გაზეთ Rheinische Post-ს განუცხადა, რომ მისთვის ეს ინციდენტი გამოიყურება როგორც „უკრაინისთვის მნიშვნელოვან კომპანიაზე დარტყმის მცდელობა“.

ჰენრიხმანის შეფასებით, თუ მომხდართან დაკავშირებული ცნობები და ვერსიები დადასტურდება, ეს „მსგავსი ტიპის დივერსიებში ესკალაციის ახალ დონეს“ ნიშნავს.

როგორც გერმანული მედია იუწყება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო იტალიაში შვებულება შეწყვიტა და ოთხშაბათ საღამოს სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საგანგებო თათბირი მოიწვია.

 

„საქმე გვაქვს პროფესიონალურად ორგანიზებული ჰიბრიდული საფრთხის სცენართან“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათ საღამოს ლაიფციგის აეროპორტში. მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონის აღმოჩენა „საფრთხის ახალ დონეს“ ნიშნავს, იუწყება AFP.

„ყველა ვარაუდი, რომელიც ეხება ასაფეთქებელ ნივთიერებას, მოწყობილობის კონსტრუქციას, თავად დრონს, მის წარმომავლობას და, რა თქმა უნდა, იმას, თუ ვინ დგას ამის უკან, ახლა გამოძიების ნაწილია“, — განაცხადა დობრინდტმა.

„შორსმჭვრეტელური არ იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ამ საფრთხეს — რომელიც ობიექტურად არსებობს — მარტივი ზომებით შეიძლება ვებრძოლოთ ან დავუპირისპირდეთ. საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან, რომელშიც შესაძლოა უცხო სახელმწიფოებიც იყვნენ ჩართული. ეს გამოძიების საგანი გახდება“, — დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის პროგრამა Tagesschau-ს ვებგვერდი იუწყება, რომ მომხდარს დრეზდენის პროკურატურა და საქსონიის პოლიციის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება იძიებენ. დრეზდენი ამ ფედერალური მიწის დედაქალაქია, ხოლო ლაიფციგი — მისი უდიდესი ქალაქი.

ლაიფციგის აეროპორტს უკავშირდება კიდევ ერთი შემთხვევა, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, რუსეთი იყო ჩართული და რომელიც კინაღამ კატასტროფით დასრულდა. 2024 წლის ივლისში ამ აეროპორტის DHL-ის ლოგისტიკურ ჰაბში ცეცხლი გაუჩნდა ამანათში მოთავსებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას. ამანათი დიდ ბრიტანეთში უნდა გაფრენილიყო.

სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს და კიდევ რამდენიმე მსგავსი ამანათი, რომელთა მიზანი საფოსტო თვითმფრინავების ბორტზე ხანძრის გაჩენა იყო, შუამავლების მეშვეობით, მათი ინფორმირების გარეშე, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ გააგზავნა.

ამ საქმეზე პოლონეთსა და ლიტვაში 20-ზე მეტი ადამიანი ან დაკავებულია, ან სასამართლოს წინაშე წარსდგა.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

რაც შეეხება დრონებს, Tagesschau იხსენებს, რომ ბოლო მსგავსი ინციდენტი სულ ახლახან, ივლისში მოხდა: ბავარიაში 37 წლის მოლდოვის მოქალაქე დააკავეს სამხედრო-სამრეწველო ობიექტის დრონით ჯაშუშობის ეჭვით.

„სპეცსამსახურებში წყაროები აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა რუსეთის დაზვერვის ინტერესებში მოქმედებდა“, — წერს Tagesschau.

spot_imgspot_img

პოპულარული

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო,...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან -...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი...
spot_img

ყველა ამბავი

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...