პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართავს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი გაწვევის ასაკს მიღწეულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურში იძულებით რთავს, რადგან ნებაყოფლობითი მიმართვიანობა იკლებს.

გამოცემის ცნობით, იურისტების, უფლებადამცველებისა და თვითმხილველების თქმით, პატარა რუსულ ქალაქებში ზოგიერთი სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი, მამაკაცებს ქუჩაში, სამუშაო ადგილთან ან სავარაუდო დოკუმენტების შემოწმების საბაბით აკავებს. მათი თქმით, დაკავებულ მამაკაცებს კომისარიატში ემუქრებიან ან სცემენ მანამ, სანამ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერენ.

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად  წასვლის მსურველებს დიდ თანხებს სთავაზობს — ხშირად წლიური ხელფასის ოდენობაზე მეტს.

მიუხედავად იმისა, რომ გაწვევა რუსეთში ოფიციალურად კვლავ ნებაყოფლობითია, თვითმხილველების თქმით, სამართალდამცავები ზოგჯერ სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებთან ერთად მამაკაცებზე  ძალადობენ, ან დაპატიმრებით ემუქრებიან რათა დათანხმდნენ გაწვევას.  ბლოგერ სტანისლავ მოროზოვის თქმით, მასთან საუბრის დროს ათობით ადამიანი დაეთანხმა კონტრაქტზე ხელმოწერას მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკის ჩადებითა და დაუყოვნებელი დაპატიმრებით დაემუქრნენ.

რუსეთის რეგიონული პროგრამები 100 000 რუბლს (დაახლოებით 1300 დოლარი) სთავაზობს ყველას, ვინც ვინმეს გაწვევის პუნქტში მიიყვანს. მსგავსი კამპანიები მოქმედებს, მაგალითად, თათარტანში, ამურისა და იაროსლავის ოლქებში, ასევე კალუგაში, ვორონეჟსა და არხანგელსკში.

პუტინი ახალ მობილიზაციას ამზადებს

ამერიკელი წარმომადგენლების თქმით, კრემლი განიხილავს ახალ, იძულებით მობილიზაციას, რომელსაც ფრონტზე რამდენიმე ათასი დამატებითი სამხედროს წაყვანა შეუძლია.  სავარაუდოდ, ეს რუსეთის საპარლამენტო არჩევნების — 20 სექტემბრის — შემდეგ მოხდება.

DeepState-ის მონაცემებით, ივლისში რუსეთის ოკუპანტებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს. მდგომარეობა ყველაზე მძიმეა როდინსკეს, კოსტიანტინივკას მიმართულებით, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, ასევე სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით.ამასთან, ISW-ის მონაცემებით, ივლისში რუსებმა ოთხჯერ ნაკლები ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთის გაზაფხულ-ზაფხულის შეტევამ მნიშვნელოვან ოპერატიულ შედეგებს ვერ მიაღწია და ფაქტობრივად ჩავარდა.

პოპულარული

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი" ...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის...

რუსეთის პროკურატურამ პარტია “დროა” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა...

ყველა ამბავი

28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან – სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდება - ამის შესხებ მან განცხადება რუმინეთიდან გააკეთა."მე ვებრძვი...

ექიმ მაია კოხტაშვილს არჩებნებზე კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც სამართალდამცველებმა სექტემბერში დააკავეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა. აღნიშნულმა ჩანაწერმა...

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი"  - ასე აფასებს “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი,...

ბატონმა ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს – პაპუაშვილი

ჩვენ სად ვართ? ჩვენ საქართველო ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს....

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და მედიის წარმომადგენელთა გაფიცვის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების რეფორმის გეგმას არ...

“ქართული ოცნების” პირობებში EU-ში ვერ შევალთ – კოალიცია ცვლილებისთვის

"ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ" -  ასე ეხმაურება, კოალიცია ცვლილებისთვის ევროკომისიის ახალ ანგარშის. "გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების...

რუსეთის პროკურატურამ პარტია “დროა” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციის" გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ზედამხედველობის...

დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – კობახიძე

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული პიროვნება უწოდეა.გუშინ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

აჭარაში 13 400 ყალბი დოლარის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დრონებმა რიაზანს შეუტიეს – ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ავიაციას საწვავით ამარაგებს

რიაზანში ღამით მომხდარი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომლის პროდუქციაც მძღოლებთან ერთად რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ავიაციასაც სჭირდება.5 ნოემბერს,...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."სასამართლო პროცესზე...