პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს: ესენი არიან სამი ევროპელი და ერთი ამერიკელი თანამდებობის პირი.  წყაროები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას აზიანებს.

Reuters-ი, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც მოკავშირეებს თხოვნა გადასცა, ამერიკია თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელბრიჯ კოლბიც იყო, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობის გადახედვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

  • რა განცხადებები მიიპყრო ყურადღება

წყაროებიდან ერთ-ერთის თქმით, ამერიკელებს ყურადღება მიაქციეს ევროპელი ლიდერების მოსაზრებებმა, რომ რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული და სულ უფრო ძლიერ ზომებს მიმართავს, რადგან უკრაინაში შეჭრა შენელდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, კოლბმა ბალტიისპირეთის ქვეყნის ერთ-ერთ წარმომადგენელს უთხრა, რომ რუსების „გაღიზიანება“ არ უნდა მოხდეს, და მაგალითად მოიყვანა ფრაზა, რომ რუსეთი „ვირთხასავით კუთხეშია მიმწყდეული“. Reuters-მა ვერ დაადგინა, რომელ კონკრეტულ განცხადებას გულისხმობდა კოლბი. თუმცა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა სექტემბრის ბოლოს პუტინი ევროპაში დივერსიების ფონზე „კუთხეში მიმწყდეულ ვირთხას“ შეადარა.

პენტაგონის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ მოკავშირეთა შორის კერძო საუბრებზე კომენტარს არ გააკეთებს. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს; NATO-მ კომენტარზე უარი თქვა.

Reuters-ის თანახმად, ეს ეპიზოდი ასახავს NATO-ში მიმდინარე განხილვას იმის შესახებ, როგორ უნდა ისაუბრონ საჯაროდ მზარდად აგრესიულ რუსეთზე. ზოგი დასავლელი თანამდებობის პირი თვლის, რომ მოსკოვის საფრთხის ხაზგასმა კრემლისთვის სასარგებლოა, რადგან მას შიშის დათესვა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება სურს. სხვები მიიჩნევენ, რომ ევროპულმა მთავრობებმა ღიად უნდა ესაუბრონ ამომრჩეველს იმ მსხვერპლსა და რესურსებზე, რომლებიც რუსეთის შეკავებისთვისაა საჭირო; განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი, როგორც ჩანს, კონტინენტზე დივერსიულ კამპანიას აძლიერებს.

ერთ-ერთმა ევროპელმა თანამდებობის პირმა პენტაგონის რჩევა თავაზიანად, მაგრამ გაუგებრად შეაფასა: მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ბოლო თვეებში თანმიმდევრულად ამცირებენ იმის ალბათობას, რომ რუსეთი NATO-ის კოლექტიური თავდაცვის დებულებებს გამოცდის. ამავე დროს, NATO-ის სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები საჯაროდ აფრთხილებენ, რომ რუსეთმა დივერსიული კამპანია უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს.

პენტაგონი ამასობაში ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვას აგრძელებს, რამაც შესაძლოა კონტინენტზე ამერიკული ჯარის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპის NATO-წევრებმა თავიანთ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან ვაშინგტონი ყურადღებას ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის მიმართულებებზე ამახვილებს.

პოპულარული

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...