ისრაელის არჩევნები: ხმების 89%-ზე მეტი უკვე დათვლილია, თუმცა კოალიციის შექმნის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. რა მოხდება შემდეგ?

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტი ხელმძღვანელობს — თუმცა ეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის.

წინასწარი მონაცემებით, ქნესეთში ადგილების რეკორდულ რაოდენობას არაბული პარტიები იღებენ — მათ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულონ კოალიციის ფორმირებაში, თუმცა არც ნეთანიაჰუ და არც აიზენკოტი მათთან თანამშრომლობისთვის მზად არ არიან.

ოთხშაბათ საღამოსთვის ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შესახებ განაცხადა. ჯერჯერობით დამუშავებული არ არის ე.წ. „ორმაგ კონვერტებში“ მოთავსებული ხმები, ანუ დისტანციურად გაგზავნილი ბიულეტენები. მოსალოდნელია, რომ ისინი ხმების საერთო რაოდენობას უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დაემატება.

დისტანციურად ხმის მიცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი: ეს ეხება საზღვარგარეთ მომუშავე დიპლომატებს, ასევე პატიმრებს, სამედიცინო პერსონალსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. თუმცა ამ გზით ხმის მიმცემთა უმრავლესობას სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, წელს არჩევნებზე დისტანციურად 430 ათასიდან 480 ათასამდე ბიულეტენი იქნა მიცემული.

ამ ხმების დათვლის დასრულება ხუთშაბათ საღამოსთვის იგეგმება.

ბოლო მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკს ქნესეთში 53 ადგილის მიღების იმედი აქვს, მათ შორის 26 მანდატი მის პარტია „ლიკუდს“ ერგება, ხოლო ოპოზიციულ ბლოკს — 48 ადგილი. ორმა არაბულმა პარტიამ ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა: მათ შესაძლოა 19 ადგილი მიიღონ.

ყველა ხმის დათვლა, სავარაუდოდ, პარასკევამდე, 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოფიციალური შედეგები არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ — 4 ნოემბერს — გამოცხადდება.

რა მოხდება შემდეგ

ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს და შეარჩევს კანდიდატს, რომელსაც, მისი აზრით, მთავრობის ფორმირების საუკეთესო შანსი აქვს. ამ პოლიტიკოსს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებისთვის 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს ამ ვადის 42 დღემდე გახანგრძლივება შეუძლია.

თუ კანდიდატი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, პრეზიდენტს შეუძლია სხვა პირი დანიშნოს. თუ შეთანხმების მიღწევა სამი ასეთი რაუნდის შემდეგაც ვერ მოხერხდება, ისრაელში ახალი არჩევნები დაინიშნება.

2019-დან 2022 წლამდე პერიოდში ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ხუთჯერ ჩატარდა — იმის გამო, რომ პოლიტიკოსები სტაბილური კოალიციის შექმნაზე ვერ თანხმდებოდნენ.

კოალიციის რა ვარიანტები არსებობს

თუ ვერც ერთი ბლოკი ქნესეთში ადგილების უმრავლესობას ვერ მოიპოვებს — ამისთვის მინიმუმ 61 მანდატია საჭირო — ძირითად პოლიტიკურ ძალებს კოალიციის შესაქმნელად მოკავშირეების მოძებნა მოუწევთ, ან უმცირესობის მთავრობის ინიციატივებისთვის მხარდაჭერის მოპოვება.

პოტენციურ მოკავშირედ შეიძლება არაბული ოპოზიციური პარტიები იქცნენ. როგორც ნეთანიაჰუს ბლოკი, ისე აიზენკოტის ბლოკი, მათი 16–19 მანდატის მხარდაჭერით, უმრავლესობას მიიღებს.

თუმცა ნეთანიაჰუს ბლოკისგან ასეთ თანამშრომლობას არ ელიან: მან უკვე განაცხადა, რომ ისრაელს არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არაბების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციური ბლოკის პოზიცია ნაკლებად ცალსახაა. პარტია „ჩვენი სახლი ისრაელის“ („ისრაელ ბეითენუ“) ლიდერმა ავიგდორ ლიბერმანმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არ არის მზად, მონაწილეობდეს უმცირესობის მთავრობაში, რომელსაც არაბული პარტიები უჭერენ მხარს.

თუმცა „დემოკრატების“ („ჰა-დემოკრატიმ“) ლიდერმა იაირ გოლანმა, რომელიც ასევე ოპოზიციურ ბლოკში შედის, არაბულ პარტიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ბლოკის სხვა პარტიები მის პოზიციას — სულ მცირე, შედეგების გამოცხადებამდე — არ იზიარებენ.

ისრაელში უკვე არსებობს არაბული პარტიის მმართველ კოალიციაში ჩართვის პრეცედენტი: 2021–2022 წლებში ასეთ კოალიციაში გაერთიანებული არაბული სია — RAAM — შედიოდა. სიის ამჟამინდელმა ლიდერმა მანსურ აბასმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე BBC-ს განუცხადა, რომ ახალ მთავრობაში შესვლა სურდა.

„ისრაელში ყველა პოლიტიკოსი არჩევნებამდე ერთს ამბობს, არჩევნების შემდეგ კი — სხვას. ეს უკვე გამოგვივლია და ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ“, — განაცხადა აბასმა.

BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტი ლიზ დუსეტი აღნიშნავს, რომ ამ არჩევნების შედეგების გარშემო ჩამოყალიბებული ნარატივი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ციფრები:

„უნდა გახდნენ თუ არა არაბული პარტიები, რომლებმაც ადგილების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს, მომავალი ცვლილებების ნაწილი? ნეთანიაჰუს ბლოკი ამას ებრაული ისრაელისთვის საფრთხედ მიიჩნევს; სხვები კი ამბობენ, რომ ეს დემოკრატიაა.“

შეძლებს თუ არა ისრაელის ოპოზიცია არაბულ პარტიებთან კოალიციის შექმნას?

პასუხობს ისრაელელი ჟურნალისტი და აღმოსავლეთმცოდნე მარიანა ბელენკაია პოდკასტში „რა იყო ეს“.

ახლა, 2023 წლის 7 ოქტომბერს [ჰამასის თავდასხმის] შემდეგ, ისრაელის ებრაული პარტიები, მათ შორის ოპოზიციური ძალები — „დემოკრატების“ პარტიის გამოკლებით — არაბულ პარტიებთან თანამშრომლობის იდეას უარყოფდნენ.

აქ მნიშვნელობა არ აქვს, ნეთანიაჰუს ბლოკზე ვსაუბრობთ თუ აიზენკოტის ბლოკზე. აიზენკოტი აცხადებდა, რომ არ ითანამშრომლებდა პარტიებთან, რომლებიც ხმამაღლა და ოფიციალურად არ აღიარებდნენ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც უნდა აიკრძალოს.

არაბული პარტიებიდან ამაზე არც ერთი არ დათანხმებულა, მათ შორის არც RAAM. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია თავის პოზიციებში საკმაოდ მოქნილია და თანამშრომლობისთვის მზად არის.

თუმცა ახლა განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც არაბული პარტიები მთავრობაში არ შევლენ, მაგრამ გარედან შეძლებენ აიზენკოტის ბლოკის მხარდაჭერას — სულ მცირე, ქნესეთში გადაწყვეტილებების მიღების დონეზე.

პოპულარული

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო...

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად – ჭეიშვილი აქციაზე

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და...

ყველა ამბავი

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც   სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა...

„ქალების სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ“ – დააკავეს 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებული  პირები სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი დარბაზიდანვე გაათავისუფლა."რა ირაკლი ღარიბაშვილი, ის...

მთავარი პარტია, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ – გვარამია

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა,...

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება, უკრაინელებს კი ღალატობს. ამის შესახებ, ობამამ,  „დემოკრატი“...

ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.ხოშტარია  საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.„როგორც შეთანხმდნენ,...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური თვითმფრინავის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის თანამგზავრმა 2024 წელს...

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული სისტემის შექმნის მიმართულებით რუსეთი ჯერ საწყის...

რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები – იმპლანტები, რომლებიც სახსრებს ცვლის — 79 მილიონი ევროს...

რუსეთის პატრიარქის იუბილეზე ქართული დელეგაციის მონაწილეობას ელიან

რუსეთის პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ჩასვლას ელიან -  ამის შესახებ მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში  ქართველთა და რუსთა ერთობის...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული...