რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები – იმპლანტები, რომლებიც სახსრებს ცვლის — 79 მილიონი ევროს ღირებულებით მიაწოდა. ეს თითქმის 19 მილიონი ევროთი მეტია, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, ჟურნალ Forbes-ის რუსულმა გამოცემამ Eurostat-ის მიერ მიწოდებულ საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.

ყველაზე დიდი ზრდა ენდოპროთეზების მიწოდებამ აჩვენა – მისი მოცულობა ერთნახევარჯერ გაიზარდა და 37,8 მილიონ ევროს მიაღწია, რაც მთლიანი ზრდის თითქმის 70%-ს შეადგენს. ხელისა და ფეხის პროთეზებზე, მათ კომპონენტებსა და სხეულის ზოგიერთ სხვა ხელოვნურ ნაწილზე 41,2 მილიონი ევრო მოდიოდა — ეს 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 16%-ით მეტია.

2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, გერმანიიდან კიდურების პროთეზების მიწოდება 5,4-ჯერ გაიზარდა – მაშინ მისი ღირებულება 7,6 მილიონი ევრო იყო, ხოლო ენდოპროთეზების მიწოდება 6,1-ჯერ გაიზარდა – 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6,2 მილიონ ევროს შეადგენდა. Forbes-ის თანახმად, მკვეთრი ზრდა 2024 წელს დაიწყო: 2022 და 2023 წლების მიწოდების მოცულობასთან შედარებით, როგორც კიდურების პროთეზების, ისე ენდოპროთეზების იმპორტი თითქმის გაორმაგდა.

2024 წელს რუსეთმა 152 ათასზე მეტი პროთეზი გასცა, 2023 წელს კი — 99 ათასზე მეტი

იმპორტის მკვეთრი ზრდა რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ხელისა და ფეხის პროთეზების რაოდენობის მატებას უკავშირდება. Forbes-ის მიერ მოყვანილი რუსეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ საჭიროების მქონე პირებს 99,5 ათასზე მეტი ასეთი მოწყობილობა გადასცა, ხოლო 2024 წელს — უკვე 152,6 ათასზე მეტი.

ჟურნალის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ამის მიზეზებს შორისაა პროთეზების გაცემის პროცედურის დაჩქარება, ასევე მათი საჭიროების მქონე ახალგაზრდების წილის ზრდა. ჟურნალის მიერ მოყვანილი „როსტეხის“ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ძირითადად საუბარია რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში დაჭრილ მონაწილეებზე.

გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთში პროთეზების მიწოდებით ლიდერია

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთში კიდურების პროთეზებისა და ენდოპროთეზების მიწოდების მოცულობით პირველ ადგილზე იყო. Forbes-ის მიერ შესწავლილი Eurostat-ის სტატისტიკა გაერთიანების 11 ქვეყნიდან მიწოდებას მოიცავს, თუმცა საერთო მოცულობის 94% მხოლოდ სამ ქვეყანაზე მოდიოდა: 55% — გერმანიაზე, 23% — ნიდერლანდებზე და 17% — ბელგიაზე. ენდოპროთეზების შემთხვევაში გერმანიის წილი 52%-ს შეადგენს. ევროკავშირიდან რუსეთში ამ სახის პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობამ 144,9 მილიონი ევრო შეადგინა.

გაზეთ Die Welt-ის ცნობით, ასეთი მასშტაბური მიწოდება შესაძლებელი ხდება ევროკავშირის სანქციებში ჰუმანიტარული მოსაზრებებით გათვალისწინებული გამონაკლისების გამო. გამოცემას, კერძოდ, მოჰყავს გერმანული ფარმაცევტული კომპანიების Bayer-ის, Merck-ისა და Boehringer Ingelheim-ის პოზიციები, რომლებიც რუსეთში მუშაობის გაგრძელებას სწორედ ჰუმანიტარული მიზეზებით ხსნიან.

აგვისტოში კი ჟურნალი Das Deutsche Ärzteblatt წერდა, რომ გერმანიის უმსხვილესი პროთეზების მწარმოებლის, Ottobock-ის მოგება ორჯერ გაიზარდა: 2026 წლის იანვარ-ივნისში კომპანიამ 67,3 მილიონი ევროს წმინდა შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 28 მილიონი ევრო იყო.

Ottobock-ში აღნიშნავდნენ, რომ მოთხოვნა გაიზარდა როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში, თუმცა კომპანიაში ამ მიმართულებას ევროპული ბიზნესის მცირე ნაწილად აფასებენ. ამასთან, რუსეთის ბაზარზე „კომპანიის პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია“, — განუცხადა Forbes-ს პროთეზულ-ორთოპედიული ცენტრის „Сколиолоджик.ру“-ს ხელმძღვანელმა გრიგორი ლეინმა, რომლის კომპანიაც Ottobock-ის პროდუქციას იყენებს.

პოპულარული

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

მედია: აშშ ევროპიდან გაცილებით ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს...

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...