თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ნათქვამჯა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება.

“პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 000 ლარს აღემატება.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.

მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით, ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1 840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12 912 ლარს შეადგენს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7 089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163 047 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 10 321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150 660 ლარია.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოპულარული

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან...

რევაზ ნადარაია 2-ჯერ იყო დაბარებული.. მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული – ჯაფარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

ყველა ამბავი

ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ...

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...