სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის საშუალებას აძლევს.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე.

აზარტული თამაშები სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზარტულ თამაშებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად განიხილავს და ხაზს უსვამს ისეთ შესაძლო შედეგებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, არასრულწლოვანებზე გავლენა, ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკი. ის რეკომენდაციას უწევს აზარტული თამაშების რეკლამირების, ხელმისაწვდომობისა და სათამაშო ბიზნესის კონტროლის ეფექტიანი ზომების აუცილებლობას.

ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღების მიზანს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება, ტურნირების უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა, თუმცა, დოკუმენტი არ შეიცავს:

🔹საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას;
🔹 ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები;
🔹კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი;
🔹 არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება;
🔹 განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა არ ჩანს რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კი მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და ოთხ თანმდევ საკანონმდებლო აქტში შედის.

ახალი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო აზარტულ ტურნირად ჩაითვლება ისეთი შეჯიბრება, რომლის მონაწილეთა მინიმუმ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება.

პროექტი ორგანიზატორებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათსაც სთავაზობს: თუ კლუბის სათამაშო მაგიდა მხოლოდ ამგვარი ტურნირებისთვის იქნება გამოყენებული და საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.

მკაცრდება სანქციებიც. სანებართვო პირობების დარღვევისას ჯარიმა 50 ათას ლარს შეადგენს, ხოლო არაუფლებამოსილი პირების მიერ საერთაშორისო ტურნირის მოწყობის წესების დარღვევისთვის ფინანსური სანქცია 150 ათასი ლარით განისაზღვრა.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეჯიბრებები ევროპის ბევრ ქალაქში ტარდება და ის პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი არატურისტულ სეზონზე ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და სტიმულირებაა.

პოპულარული

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი...

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000...

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა -...

ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი...

როსსელხოზნადზორის ცნობით, მათი სპეციალისტები საქართველოში სურსათის სააგენტომ მიიწვია

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, როსსელხოზნადზორი ავრცელებს...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე...

ყველა ამბავი

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის ზონაში ორ თავდასხმას სულ მცირე 60 მორწმუნე ემსხვერპლა. განცხადება ორშაბათს,...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა და გუშინ თბილისში, რესტორან "ლისი მერეში", ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათივე...

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს - აცხადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი.პოლიტიკოსის თქმით, ბრძოლისა...

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - აცხადებს პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს....

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ პოსტს აქვეყნებს სათაურით - ავღანეთის ბაზრის პოტენციალი და საქართველოსთან ეკონომიკური...

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 “ოცნების” მთავარი დამფინანსებელია – TI

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ ჯამში 3.88 მილიონი ლარი შეიტანეს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.TI-ის...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული სამხედრო დაძაბულობა, უკრაინაში პირველი ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის...

2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ინგლისელი ჰარი კეინი გახდა

33 წლის ჰარი კეინი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს — 2026 წლის „ოქროს...

ტრამპს გაეროს გენერალურ მდივნად ვიქტორ ორბანი უნდა. რა შანსები აქვს უნგრეთის ყოფილ პრემიერს

დონალდ ტრამპი უნგრეთის ყოფილ პრემიერს, ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლაში ჩართვას სთავაზობს. იდეა გაჩნდა იმ დროს, როდესაც...