სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მიმართა.
„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია პატარიძის განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
უწყების ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.


