ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი: „ოცნებისა“ და ენმ-ის არგუმენტები საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო – მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, სასმართლომ, 3-დღიანი მუშაობის პროცესში ოპოზიციური პარტიების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

არსებითი განხილვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის სიტყვით დაიწყო, რომელმაც ოპოზიცია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასა და დამოუკიდებლობის ხელყოფაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს ისეთი პარტიების გაუქმებას, რომელთა ქმედებებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ასეთად კი ოპოზიციას უთვლიან არჩევნების შედეგების არაღიარებას, ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არალეგიტიმურად გამოცხადებას, ასევე ოპოზიცია ამ სარჩელით ბრალდებულია რევოლუციურ სცენარებსა და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაში.

დანაშაულებრივ ქმედებად ფასდება ოპოზიციის მიერ პოლიტიკური ალიანსებისა და საერთო პლატფორმების შექმნაც, რადგან „ბრიუსელის დეკლარაცია“ თუ „ქართული ქარტია“, „ოცნების“ შეფასებით, ემსახურება უცხოეთიდან საქართველოს დასჯის, მაღალჩინოსნების დასანქცირების, დაფინანსების შეწყვეტისა და სასამართლოზე გარე კონტროლის დამყარების მიზნით დაგეგმილ ერთიან შეთქმულებას; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ამ ყველაფერთან ერთად დამატებით უთვლიან წარსულში ადამიანების წამების, თვალთვალისა და ქონების წართმევის სისტემის შექმნას, მედიის მიტაცებას და 2008 წლის ომის შემდგომი იმ რეზოლუციის მხარდაჭერას, რაც მმართველი გუნდის შეფასებით სახელმწიფო ინტერესების ღალატი იყო.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების“ საქმიანობა არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს და ისინი უნდა აიკრძალონ, რათა დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობები.

„აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ, ამ ქმედებების უშუალოდ ჩადენის გამო, ყველა პარტია, რა თქმა უნდა, ასაკრძალია. ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003 -2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები 2033-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულს არ ემიჯნებიან. არა თუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შემქმნელებთან, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი მხრიდან იმავეს განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, სწორედ ამგვარ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამოც უნდა აიკრძალონ. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია არაერთი არაკონსტიტუციური ქმედება, რომელსაც ერთი განზრახვით მოქმედი სხვადასხვა ე.წ. პარტია ან ერთად ჩადიან ან ცალ-ცალკე, მაგრამ თითოეული ეს ფაქტი ყველა პარტიას მიემართება. წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დავუშვებთ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს. წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“- განაცხადა გორდულაძემ.

პირველმა „ოცნების“ სარჩელის წარდგინებას ნაციონალურმა მოძრაობამ უპასუხა. მათ სარჩელს მთლიანად პოლიტიკური უწოდეს, ხოლო წულუკიანის კომისიის დასკვნას, რაზეც სარჩელია აგებული, ცალმხრივი, მიკერძოებული და სუბიექტური. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა დაამტიცოს პარტიების ასაკრძალად გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა და საჭიროება, შესაბამისი და საკმარისი მიზეზების არსებობა. ხოლო ის ფაქტი, რომ ესა უთუ ის პარტია მთავრობას აკრიტიკებს ან მის მშვიდობიან ცვლილებას უჭერს მხარს, თავისთავად, აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ პარტიების აკრძალვის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩება პროევროპული, პროქართული პოლიტიკური ოპოზიცია და ქვეყნის სათავეში დარჩება ის, ვისაც ყოველდღიურად აქებს ოკუპანტი ქვეყანა. ასევე, ბიბილაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია ლეგიტიმური იყო.

„სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. მინდა ხაზი გავუსვა – არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, შესაბამისად, თქვენმა და ჩემმა სამშობლომ, ჩვენმა სახელმწიფომ. შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი, მაგრამ ვერავინ იდავებს, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ეს – რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დონეზე.

კონსტიტუციური სარჩელის ერთადერთი წყარო და მტკიცებულება დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. არც ერთ შემთხვევაში დასახელებული არ არის განაჩენი სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომლის საფუძველზეც პარტიის აკრძალვას ითხოვენ… თუ მტკიცებულება ბევრია, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იყო, ეს მტკიცებულებები სარჩელისთვის დაერთო და არა ეს ბელეტრისტიკა – თუ მომინდა ასეთ წელიწადში ათს გამოვცემ! არანაირი ღირებულება არ გააჩნია დასკვნას, სადაც არის ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის წიაღსვლები, პოლიტიკური შეფასებები და კომისიის თავმჯდომარის მიერ დამთავრებული მოწმის წინადადებები… საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ თავად ცალმხრივად შექმნა. სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: – „ყოველივე ეს დასტურდება საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით და სხვა სათანადო წყაროებით. სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა – ეს არის მთელი ჩვენი პროცესი!“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესაგებელის წარდგენა ხვალ დღის 12 საათიდან გაგრძელდება.

პოპულარული

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"...

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე,...

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

ყველა ამბავი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის 2026 წლის ივნისიდან ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი...

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მიმართა.„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული...

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა,...

ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?- სააკაშვილი

"ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს...

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხებასა...

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია კორინა მაჩადო, ერთწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.მაჩადომ ქვეყანაში შესვლა კოლუმბიის...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.საგამოძიებო უწყების განმარტებით, აღნიშნული სისხლის...

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად – ჭეიშვილი აქციაზე

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს, ხალხის მასა აუცილებელი არ...

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ნათქვამჯა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ...

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...