ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – აცხადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი.პოლიტიკოსის თქმით, ბრძოლისა და შეუპოვრობის დასტურია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის თანამდებობის დატოვებაც, რომელსაც ელისაშვილის შეფასებით, „პანჩური“ ამოარტყეს“.

„ამის დასტურია ისიც, რომ პენიტენციურის უფროსი, გადადგა. „პანჩური“ ამოარტყეს. ამავე ნიჩაბზეა შემოსმული იმ ციხის უფროსი, სადაც მე ვარ გამომწყვდეული. მოუწიათ პენიტენციური სამსახურის უფროსის გაშვება და ასე მოუწევთ ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის [შოთა ტრაპაიძე] გაშვებაც, რადგან გიორგი დავითაძისა და ძმები ფეიქრიშვილების ოჯახების არანორმალურ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ასევე ჩვენი პატიმრების ბრძოლის შედეგადაც.
როდესაც 2 ოქტომბერს ინგრეოდა ციხე, გულხელდაკრეფილი არც მე ვყოფილვარ, ვენები არ გადამიჭრია, მაგრამ არც მშვიდად და წყნარად ვყოფილვარ. ვიბრძოლეთ.
პატარიძე ამორალური სახით რომ გამოვიდა და სადისტ, მწამებელ ბადრაგებს ნაქეიფარი სახით მადლობა გადაუხადა, ხომ დააწერინეს განცხადება? ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს.
ყველას მინდა ვუთხრა, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბოლომდე უნდა მივაწვეთ. სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია!
ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა იციან, რომ აქამდე თუ ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებდნენ, ახლა მაგის შვილის, ბერას ხუშტურებს ასრულებენ. რეიდი მოაწყო გლდანის ციხეში, კაცის მოსაკლავად და დასალეწად შეიყვანეს, სპეციალური დადგმით, 5-საფეხურიანი დანაშაულის სქემა მოაწყვეს, რაზეც აუცილებლად პასუხს აგებენ.
რატომ? რადგან ბერას, უფლისწულსა და ბატონიშვილს ასე „მოეპრიანა“! ეს უნდა დავამთავროთ და აუცილებლად დავასრულებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პოპულარული

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს —...

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" -...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა...

ყველა ამბავი

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - აცხადებს პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს....

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ პოსტს აქვეყნებს სათაურით - ავღანეთის ბაზრის პოტენციალი და საქართველოსთან ეკონომიკური...

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 “ოცნების” მთავარი დამფინანსებელია – TI

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ ჯამში 3.88 მილიონი ლარი შეიტანეს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.TI-ის...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული სამხედრო დაძაბულობა, უკრაინაში პირველი ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის...

2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ინგლისელი ჰარი კეინი გახდა

33 წლის ჰარი კეინი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს — 2026 წლის „ოქროს...

ტრამპს გაეროს გენერალურ მდივნად ვიქტორ ორბანი უნდა. რა შანსები აქვს უნგრეთის ყოფილ პრემიერს

დონალდ ტრამპი უნგრეთის ყოფილ პრემიერს, ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლაში ჩართვას სთავაზობს. იდეა გაჩნდა იმ დროს, როდესაც...

როსსელხოზნადზორის ცნობით, მათი სპეციალისტები საქართველოში სურსათის სააგენტომ მიიწვია

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, როსსელხოზნადზორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსეთის მხარეს ქართულ ობიექტებზე...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის 2026 წლის ივნისიდან ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი: „ოცნებისა“ და ენმ-ის არგუმენტები საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო - მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, სასმართლომ,...