პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ეს შედეგი, პარტიების აკრძალვის შემდეგ, ჩვენ დავტოვებთ, პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიანიჭა. როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა.რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ასე ვთქვათ, რა როგორ იქნება, ამას საზოგადოება უშუალოდ ჩვენგან ძალიან მალე, გაიგებს. როდესაც პროცესები დასრულდება იმ ლოგიკური შედეგით, რასაც ველოდებით,” – განაცხადა ფარულავამ.


