ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ ვიქნებით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განუცხადა, რითაც ისაუბრა საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. ზეგ საპატრიარქო შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ გაუგებარია, მაგრამ შეიძლება აგვიხსნან…
მტერი და ბოროტი სახელმწიფო არ გვყავს, ვიცი, კარგი კურსით მიდის და ალბათ, რაღაც არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, რაც ჩვენ არ ვიცით. აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს ისე არ დავტოვებთ, საპატრიარქო აუცილებლად გამოეხმაურება ამას. მღვდელმთავრებთან შეთანხმებით, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს. მითუმეტეს ახალი მღვდელმთავარი მოწადინებულია და არის ისეთი საკითხები, რომელიც მთავრობამ გაითვალისწინა, მაგალითად, ელექტროფულის შესახებ ვთხოვეთ ახსნა-განმარტებები და, მოკლედ, მიდის მუშაობა, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, ჯერჯერობით დისბალანსი არ გვქონია და მე ვფიქრობ, რომ შევიკრიბებით და განვსაზღვრავთ ყველაფერს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.


