ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში  ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს.

მამუკა ფიფია ფონდის თავმჯდომარეა, ხოლო მის დამფუძნებლებს შორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და ნიკოლაი კარტოზია არიან. ფონდის პრეზენტაცია მოსკოვში 28 ოქტომბერს გაიმართა.

ფონდის პრეზენტაციაზე მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიმართულება რუსეთში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან მუშაობა იქნება. მისი თქმით, ამ ადამიანების შეხედულებებზე გავლენას ქართული ლიბერალური მედია ახდენს, ხოლო ფონდი მათი რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლას შეეცდება.

ორგანიზაცია რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მხარდაჭერასაც გეგმავს. ამ მიზნით, ფონდის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს. ინიციატივებს შორისაა საქართველოში რუსული ენის სწავლების ხელშეწყობა, რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის დავით ცეცხლაძე, ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

მამუკა ფიფია პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია. ოთარ ფარცხალაძე კი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელსაც აშშ-მა 2023 წელს სანქციები დაუწესა.

პოპულარული

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი...

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე,...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი: „ოცნებისა“ და ენმ-ის არგუმენტები საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს...

ყველა ამბავი

რუსეთის პატრიარქის იუბილეზე ქართული დელეგაციის მონაწილეობას ელიან

რუსეთის პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ჩასვლას ელიან -  ამის შესახებ მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე...

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება -  განაცხადა,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის რაოდენობის 30 ათასამდე გაზრდის, მიგრანტების დაბრუნების პროცესში მისი როლის გაფართოების ...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან...

ისრაელის არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო...

აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტისთვის 20 წლამდე პატიმრობაზე საუბრობენ

ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ში რუსულ დიზელის საწვავს შეიტანს, ფედერალურ კანონმდებლობას დაარღვევს. საუბარი შეიძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის ოდენობაც შესაბამისი...

ციხეებში წამებს ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა, დაუსჯელობას აძლიერებს! – საია & Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სა.ია.) და Amnesty International ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო...