პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური თვითმფრინავის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის თანამგზავრმა 2024 წელს გადაიღო (მას შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა და Vantor ეწოდა). ეს საიდუმლო კოსმოსური აპარატის პირველი მკაფიო გამოსახულებაა — აქამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოები  ბუნდოვანი იყო.

ფოტო გამოქვეყნებულია ანგარიშში „კოსმოსში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“. ანგარიში ეხება აშშ-ის სამხედრო მეტოქეობას ჩინეთთან და რუსეთთან, ასევე ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების კოსმოსური პროგრამებიც აქვთ.

კოსმოსური თვითმფრინავები, ანუ კოსმოპლანები, პერსპექტიული ტიპის აპარატებია, რომლებსაც გადაადგილება როგორც უჰაერო სივრცეში, ისე დედამიწის ატმოსფეროში შეუძლიათ.

ასეთ აპარატებს აქვთ აეროდინამიკური ზედაპირები — ფრთები და კუდის ფრთასხმულობა — და აეროდინამიკური ფორმა. ეს მათ ჰაერში მართვადი ფრენის საშუალებას აძლევს.

ფოტოზე აპარატი ობიექტივისკენ ქვედა ნაწილითაა მიმართული. გამოსახულება იმდენად ხარისხიანია, რომ აპარატის ზედა ნაწილში სატვირთო განყოფილების ღია კარების გარჩევაც შეიძლება.

კუდის ნაწილში ჩანს წაგრძელებული კონსტრუქცია, რომლის გვერდებზეც მზის პანელებია გაშლილი. შესაძლოა, ეს მიერთებული მომსახურების მოდული იყოს.

ქვედა ნაწილში ორი მუქი მართკუთხა ლაქა შესაძლოა შასის ორი ძირითადი საყრდენის განყოფილებების კარები იყოს. სავარაუდოდ, აპარატს სამსაყრდენიანი შასი აქვს და წინა ნაწილში კიდევ ერთი განყოფილებაა, წინა საყრდენისთვის.

კოსმოპლანების პოტენციურ ამოცანებს შორისაა ორბიტაზე სხვადასხვა სასარგებლო ტვირთის გატანა და სხვა კოსმოსურ აპარატებთან ურთიერთქმედება — ანუ ინსპექტორი თანამგზავრის ფუნქციების შესრულება.

ინსპექტორი თანამგზავრები შეიძლება სხვა აპარატების შესასწავლად და შესაკეთებლად გამოიყენონ.

თუმცა ისინი შესაძლოა თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღიც იყოს.

„კოსმოსური აპარატების მრავალჯერადი გამოყენების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა კოსმოსური თვითმფრინავები, როგორიცაა Maxar-ის მიერ გადაღებული ჩინეთის ეს კოსმოსური თვითმფრინავი. კოსმოსურ თვითმფრინავებს შეუძლიათ ორბიტაზე გასვლა ობიექტების კოსმოსში მისატანად ან თუნდაც მათი გამოცდისა და დედამიწაზე დასაბრუნებლად“, — ნათქვამია ანგარიშში.

„კოსმოპლანები მრავალჯერადი გამოყენების აპარატებია და გაზრდილი მანევრულობით გამოირჩევიან, რაც მათ ტრადიციულ თანამგზავრებთან შედარებით გარკვეული ამოცანების შესასრულებლად უფრო გამოსადეგს ხდის“, — აღნიშნულია ანგარიშში.

ორბიტაზე კოსმოპლანის გაზრდილ მანევრულობას ძრავები და საწვავის მარაგი უზრუნველყოფს.

ჩვეულებრივ თანამგზავრებსაც შეუძლიათ მანევრირება, თუმცა მათი ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საწვავი აქვთ ორბიტის კორექციისა თუ მანევრებისთვის.

მრავალჯერადი გამოყენების კოსმოპლანს მისიის დასრულების შემდეგ შეუძლია დედამიწაზე დაბრუნება და ხელახლა გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ რესურსის ამოწურვამდე ორბიტაზე დარჩეს.

ამიტომ ასეთ აპარატებს ორბიტაზე ისეთი მანევრების შესრულებაც შეუძლიათ, რომლებიც მეტ საწვავს მოითხოვს.

X-37B-მ კოსმოსში უკვე შვიდი ფრენა შეასრულა

თუმცა მათ კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვთ — ატმოსფეროში შესვლისას ორბიტის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლიათ.

ორბიტაზე მოძრავ ასეთ აპარატს შეუძლია ატმოსფეროს ზედა ფენებში შესვლა და იქ აეროდინამიკური საჭეებისა და ფრთების დახმარებით მანევრირება, ფრენის მიმართულების შეცვლით.

ამ გზით მას საკუთარი ორბიტის დახრილობის შეცვლა შეუძლია. დახრილობა ეწოდება კუთხეს ორბიტის სიბრტყესა და ეკვატორის სიბრტყეს შორის.

მის შესაცვლელად ბევრი საწვავია საჭირო — ეს ორბიტული აპარატების ერთ-ერთი ყველაზე ენერგოტევადი მანევრია. ამიტომ თანამგზავრები თავიანთი ორბიტების დახრილობას იშვიათად ცვლიან.

ძრავებისა და აეროდინამიკური შესაძლებლობების წყალობით, კოსმოპლანს ერთი ფრენის ფარგლებში იმავე მასის ჩვეულებრივ თანამგზავრთან შედარებით ორბიტების უფრო ფართო დიაპაზონზე წვდომა შეუძლია.

ჩინური პროგრამა

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ჩინური კოსმოპლანის პირველი პროტოტიპი კოსმოსში 2020 წელს გაფრინდა. მან ორბიტაზე ორი დღე გაატარა, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდა.

მეორე ფრენა 2022 წელს განხორციელდა და 276 დღე გაგრძელდა. ამერიკელი სამხედროების ვარაუდით, ამ ფრენისას აპარატმა სხვა ჩინურ თანამგზავრთან ახლოს მანევრები შეასრულა.

ის თანამგზავრისგან ერთკილომეტრიან დისტანციას ინარჩუნებდა, თუმცა გარკვეულ მომენტში მას 100 მეტრამდე მიუახლოვდა. გამორიცხული არ არის, რომ კოსმოპლანი და თანამგზავრი ერთმანეთს შეპირაპირდნენ, რის შემდეგაც თანამგზავრი კვლავ გამოეყო, ნათქვამია ანგარიშში.

2023 წლის დეკემბერში ჩინეთმა თავისი მესამე კოსმოპლანი გაუშვა, რომელმაც ორბიტაზე 268 დღე გაატარა. ამ მისიის დროს აპარატმა გარკვეული ობიექტი გამოუშვა და მასთან ურთიერთქმედებდა.

X-37-ის ასლი?

მსგავს პროგრამებს მრავალი ქვეყანა ამუშავებდა. ყველაზე წარმატებული ამერიკული Space Shuttle იყო. ეს ერთადერთი კოსმოპლანია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კოსმოსში რეგულარულად დაფრინავდა.

სსრკ-ში ააგეს „ბურანი“, რომელმაც კოსმოსში ფრენა შეასრულა. მის გარდა, საბჭოთა კავშირში სხვა კოსმოსური თვითმფრინავების პროექტებსაც ამუშავებდნენ.

ამჟამად აშშ-ში მოქმედებს Boeing X-37-ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ორბიტაზე ერთი აპარატი — X-37B — დაფრინავს. მას უკვე შვიდი მისია აქვს შესრულებული, რომელთაგან ყველაზე ხანგრძლივი 900 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

ეს სამხედრო და მკაცრად გასაიდუმლოებული პროგრამაა. ზუსტად უცნობია, რას აკეთებს აპარატი კოსმოსში, თუმცა, სავარაუდოდ, მასზე, სხვა საკითხებთან ერთად, თავად აპარატის მართვის თავისებურებებსაც ცდიან.

მრავალი სპეციალისტის აზრით, პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილი ჩინური აპარატი გარეგნულად ძალიან ჰგავს X-37-ს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა კოსმოპლანების რამდენიმე პროექტი დააანონსა. თუმცა 1988 წელს „ბურანის“ ერთადერთი საცდელი ფრენის შემდეგ ამ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა.

პოპულარული

აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტისთვის 20 წლამდე პატიმრობაზე საუბრობენ

ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ში რუსულ დიზელის საწვავს შეიტანს, ფედერალურ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო...

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების"...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და...

ყველა ამბავი

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული სისტემის შექმნის მიმართულებით რუსეთი ჯერ საწყის...

რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები – იმპლანტები, რომლებიც სახსრებს ცვლის — 79 მილიონი ევროს...

რუსეთის პატრიარქის იუბილეზე ქართული დელეგაციის მონაწილეობას ელიან

რუსეთის პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ჩასვლას ელიან -  ამის შესახებ მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში  ქართველთა და რუსთა ერთობის...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე...

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება -  განაცხადა,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის რაოდენობის 30 ათასამდე გაზრდის, მიგრანტების დაბრუნების პროცესში მისი როლის გაფართოების ...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან...