საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.
“დავით ქართველიშვილი პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, “ხალხის ძალის” წარდგინებით 2026 წლის ზაფხულში აირჩია.აქამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილე გია მურღულია იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის – 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი – 6 085 ლარი (დარიცხული).ამჟამად სამეურვეო საბჭოში ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია “საქართველოსთვის” წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა.” – წერს მედიაჩეკერი.


