“არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ”-თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად დემოკრატიული უკუსვლის საკითხზე ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას. ეს სრულიად ნათელია. ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ გადადგა, სწორი მიმართულებით არ მიდის.
განვიხილავთ თუ არა ამ ეტაპზე რაიმე საპასუხო ზომის მიღებას? ამის თქმა ჯერ ნაადრევია. როგორც უკვე აღვნიშნე, იანვარში საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ.
ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი რეაგირების ფორმა შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის მისწრაფებებს. არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველ ხალხს, რომელსაც თავადაც სურს ევროკავშირის წევრობა. ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ამგვარ პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ.” – განაცხადა, კაია კალასმა.


