“5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია” – განაცხადა “ქართული ოცნების” მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა დაცველებზე. ამის შესახებ, მან ელის სასაფლაოზე არსებულ სამარხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა.
“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. […]ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომლებიც მივიდნენ და სამარხების გათხრა დაიწყეს, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, გარწმუნებთ ამაში – აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. სხვა ახლა, რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ, იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, მუშაობს გამჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთილდღეობას. […]ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ რომ შეხედავ…” – ამბობს კალაძე.


