სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანას შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებში სუპერმარკეტების გაგრილების სისტემებზე ახალი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ბელგიაში, შვედეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ესტონეთში, ფინეთსა და ნიდერლანდებში ჰაკერები დისტანციურად ზრდიდნენ ტემპერატურას 50 გრადუსამდე, რამაც პროდუქტების გაფუჭება და ფილიალების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ამის შესახებ  ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია.

ევროკავშირი: სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის მიზანმიმართული მცდელობა

ევროკომისიამ შეტევა დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ სამაცივრე მოწყობილობებზე კიბერშეტევები სურსათის მიწოდების შეფერხებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის ქვეყნების სუპერმარკეტების სამაცივრე მოწყობილობებზე კიბერშეტევები ევროკავშირში სურსათის მიწოდების სისტემის დარღვევისა და მომხმარებელთა ნდობის შერყევის „მიზანმიმართული მცდელობაა“, — განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში ევროკომისარმა კრისტოფ ჰანსენმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „სასურსათო უსაფრთხოებას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება“, ამ შეტევების რეალური შედეგები პროდუქტების გაფუჭება და ბიზნესისთვის მიყენებული ზარალია.

ბელგიაში 60 სუპერმარკეტი დაზარალდა

ბელგიაში დაზარალდნენ Delhaize-ის, Carrefour-ისა და Spar-ის ქსელების სუპერმარკეტები, ქალაქ მონსში კი — IKEA-ს ფილიალი. Delhaize-ის ქსელმა დაახლოებით 40 ფილიალში „IT-ინციდენტის“ შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, დაზარალდა Carrefour-ის 15 მაღაზია და Spar-ის ხუთი ფილიალი.

სამაცივრე მოწყობილობების მომსახურე კომპანია Sabcobel-ის ინფორმაციით, სისტემები დისტანციურად გადაიყვანეს გალღობის რეჟიმში. კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან მულანსმა განაცხადა, რომ ღამის 01:00 საათიდან (მოსკოვის დროით 03:00 საათიდან) კომპანიის ტექნიკური სპეციალისტები ვითარების კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობდნენ. ბელგიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

დაზარალებულებს შორის არიან მაღაზიები შვედეთში, ირლანდიაში, ესტონეთსა და ფინეთში

შვედეთის სუპერმარკეტებმაც განაცხადეს სამაცივრე დანადგარებში ტემპერატურის უეცარი მატების შესახებ. „ჩვენთვის ცნობილია, რომ ღამით რამდენიმე მაღაზიაში მოხდა ინციდენტი, რომელიც გაგრილებისა და გაყინვის სისტემებს შეეხო“, — განუცხადა შვედურ სააგენტო TT-ს სავაჭრო ქსელ ICA-ს პრესსპიკერმა. მას დაზარალებული მაღაზიების ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ICA-ს სუპერმარკეტების ქსელის ინფორმაციით, მაცივრებსა და საყინულე კამერებში ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაიზარდა და მრავალი პროდუქტი გაფუჭდა. გაგრილების სისტემებში შეფერხებების შესახებ Coop-ის ქსელის შვიდმა სუპერმარკეტმაც განაცხადა.

ირლანდიაში, ტელერადიოკომპანია RTÉ-ს ინფორმაციით, 13 სუპერმარკეტი დაზარალდა. სიფრთხილის ზომის სახით, დაზარალებულ მაღაზიებში გაცივებული და გაყინული პროდუქტები გაყიდვიდან ამოიღეს. ნიდერლანდებში სულ მცირე 17 პატარა მაღაზია დაზარალდა, — განაცხადა სამაცივრე მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია Danfoss-მა.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ესტონეთშიც: ესტონური მედიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს, დილით ადრე, კიბერშეტევა განხორციელდა სავაჭრო ქსელ Selver-ის ერთ-ერთი მაღაზიის გაგრილების სისტემაზე. Delfi-ს ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ტემპერატურის პარამეტრი 50 გრადუსზე დააყენეს, თუმცა შეტევის სწრაფად შეჩერება მოხერხდა და პროდუქცია არ დაზიანებულა.

ჰაკერებმა Danfoss-ის გაგრილების სისტემებზე წვდომა მოიპოვეს

როგორც სააგენტო dpa აღნიშნავს, თავდამსხმელებმა წვდომა მოიპოვეს Danfoss-ის მოძველებული გაგრილების სისტემის სამართავ კომპიუტერზე, რომლის პროგრამული უზრუნველყოფაც დროულად არ განახლებულა. ფინეთშიც დაზარალდა რამდენიმე პატარა მაღაზია, სადაც გაგრილების სისტემების მუშაობა შეფერხდა.

Danfoss-ის წარმომადგენლებმა დანიურ ტელევიზიას განუცხადეს, რომ კომპანია მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირზეა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებული ინციდენტები ჩვენს პროდუქციასაც ეხება“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე

მსგავსი კიბერშეტევა ოქტომბრის შუა რიცხვებში საფრანგეთშიც დაფიქსირდა. მაშინ ჰაკერები დაახლოებით 150 სუპერმარკეტის სამაცივრე და საყინულე დანადგარების მუშაობაში ჩაერივნენ და მათში ტემპერატურა ცელსიუსის 50 გრადუსამდე გაზარდეს. გაფუჭებული პროდუქტების გადაყრა გახდა საჭირო, ცალკეულ შემთხვევებში კი ხანძარი და ტექნიკური დაზიანებებიც მოხდა.

საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო CERT-FR-მა დაადასტურა დანიური მწარმოებლის, Danfoss-ისა და სხვა მწარმოებლების დისტანციური მართვის სისტემების ინფიცირების მრავალი შემთხვევა. მიმდინარეობს კიბერშეტევის გარემოებების გამოძიება. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები სამაცივრე დანადგარების მუშაობაში მათი სამართავი ციფრული კონტროლერების მეშვეობით ჩაერივნენ. ამ კონტროლერებით მომსახურე კომპანიები მოწყობილობებს დისტანციურად უკავშირდებიან.

პოპულარული

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი,...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...