ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების „მტაცებელთა სიაში“ მოხვდა

ბიძინა ივანიშვილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) პრესის თავისუფლების „მტაცებელთა“ (Press Freedom Predators) 2026 წლის სიაში მოხვდა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომელშიც იმ პირებსა თუ ორგანიზაციებს ასახელებს, ვინც მიმდინარე წლის განმავლობაში თავისუფალ მედიაზე ყველაზე სასტიკი იერიშები მიიტანა.

2026 წლის ანგარიშში ორგანიზაციამ 33 ასეთი „მტაცებელი“ გამოავლინა, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიად (პოლიტიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური) დააჯგუფა.

ბიძინა ივანიშვილი სიის „ეკონომიკურ კატეგორიაში“ მოხვდა. RSF-ის განმარტებით, ამ კატეგორიაში ერთიანდებიან პირები, რომლებიც მედიის წინააღმდეგ იყენებენ ფინანსურ ზეწოლას, მიზანმიმართულად აზარალებენ დამოუკიდებელ გამოცემებს და უსპობენ მათ დაფინანსების წყაროებს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი საკუთარ ბიზნესიმპერიას და გავლენის ქსელს მედიაგარემოზე კონტროლის დასამყარებლად იყენებს, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკური რესურსები დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად არის მიმართული.

უშუალოდ ივანიშვილის პროფილში წერია:

„მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის რჩება რეალურ ძალად საქართველოს მთავრობის უკან. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს მას მკაცრად აკონტროლოს ქვეყნის მედიაგარემო, განსაკუთრებით პროსახელისუფლებო ტელეარხების მეშვეობით, როგორიცაა ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკის სამსახურში: ფინანსური წნეხი, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სტიგმატიზაციას უკეთებენ, აშინებენ და აჩუმებენ.
2026 წლის შედეგები :
  • დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წამყვანი ფიგურის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება, რომლის სააპელაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ უარყო, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
  • ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს კრიმინალად აქცევს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) გადარჩენას.
  • მაუწყებლობის მარეგულირებლით მანიპულირება იმ ტელეარხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ, კერძოდ — „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ , იქამდეც კი, რომ მათ აეკრძალათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გარკვეული გამოთქმების გამოყენება.
  • ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნისა და სანქციების მზარდი რაოდენობა, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად.
მისივე სიტყვებით : „[…] ადამიანის უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცულია, გვაქვს ჯანსაღი სასამართლო სისტემა, მედია დამოუკიდებელია, ხოლო ბიზნესი ხელშეუხებელია, ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ და აღარ ეშინიათ პოლიტიკური დევნის.“ (2024 წლის სექტემბერი).

არჩეული იარაღი : მისი ბიზნესიმპერია.“

ანგარიშის მიხედვით, „მტაცებლების“ მეთოდები განსხვავებულია, თუმცა მიზანი ერთი აქვთ — გააჩუმონ კრიტიკული აზრი. 2026 წლის სიის სხვადასხვა კატეგორიებში ყველაზე თვალსაჩინო ფიგურები არიან:

• დონალდ ტრამპი: სიის ახალი წევრი „პოლიტიკურ“ კატეგორიაში. RSF-ის შეფასებით, მან თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტიკა პოლიტიკურ პროპაგანდამდე დაიყვანა.

• ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი: ტრადიციული წევრები, რომლებიც მედიას მკაცრი ცენზურით, მკვლელობებითა და ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებებით ებრძვიან.

• ილონ მასკი და ხავიერ მილეი: „სოციალურ“ კატეგორიაში მოხვდნენ ციფრული თავდასხმების, მედიის დისკრედიტაციისა და ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებრივი სიძულვილის გაღვივების გამო.

RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის განცხადებით, ამ სიის გამოქვეყნების მიზანია, რომ მედიაზე თავდასხმები ჩვეულებრივ, ნორმალურ მოვლენად არ იქცეს. ორგანიზაცია აგრძელებს იმ პირების დასახელებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების უფლებას – მიიღოს დამოუკიდებელი და გადამოწმებული ინფორმაცია.

პოპულარული

დავით ქართველიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხალხის ძალის წევრი,...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ...

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და...

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო...

ყველა ამბავი

კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება

ივანიშვილის მერი კახა კალაძე ბიზნესმედიაჯგუფს  "მიზანმიმართულ" სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორ კომპანიას შორის 30 ოქტომბერს...

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.გელა...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას."ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა...

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება დეკემბრის ბოლომდე გადაიდო

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლომდე გადაიდო. თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია სმარტ სოლუშენსს შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული...

“ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

"ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა"  -  ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის...

ტრამპი დაიმუქრა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის ხელში გადასვლის შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების ყველა საკანონმდებლო ინიციატივას ვეტო დაადოს....

ზელენსკის თქმით, ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  მხოლოდ ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედროების სახით 54 400 ადამიანი...

NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, იზოლაციაში 378 დღე გაატარეს...

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის თურქეთში,...

ყველაზე სასარგებლო ნაგვის ურნაში?-საკვების ნარჩენები უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, ამტკიცებენ ექსპერტები

ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების, მაგალითად, ქერქისა და ღეროების საკვებად გამოყენება ორგანიზმისთვის სასარგებლოა და მას უჯრედისით...

“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.აქციის მონაწილეები უსახლკარო...

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების...