ყველაზე სასარგებლო ნაგვის ურნაში?-საკვების ნარჩენები უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, ამტკიცებენ ექსპერტები

ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების, მაგალითად, ქერქისა და ღეროების საკვებად გამოყენება ორგანიზმისთვის სასარგებლოა და მას უჯრედისით ამარაგებს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა არასაკმარისი რაოდენობით იღებს.

მცენარეების ამ ნაწილებს ხშირად დაუმსახურებლად უგულებელყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკვები ბოჭკოებით მდიდარია. მეცნიერები მოგვიწოდებენ, პროდუქტები მთლიანად გამოვიყენოთ — ფესვებიდან კენწეროებამდე, მათ შორის საზამთროს ქერქი, ანანასის გულგული და მუსკატის გოგრის თესლი.

უჯრედისი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გვეხმარება დანაყრების შეგრძნების უფრო დიდხანს შენარჩუნებაში და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ამის მიუხედავად, ზრდასრულთა უმეტესობა მას არასაკმარისი რაოდენობით იღებს. ოფიციალური მონაცემებით, რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას — 30 გრამს — ადამიანების მხოლოდ 4% იღებს.

როგორც წესი, ხილისა და ბოსტნეულის კანში უფრო მეტი უჯრედისია, ვიდრე რბილობში.

მაგალითად, თუ კივის კანიანად მიირთმევთ, 50%-ით მეტ უჯრედისს მიიღებთ, ვიდრე გაფცქვნილი კივის ჭამისას.

კვლევის ფარგლებში ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა 12 სახეობის ახალი პროდუქტი შეისწავლეს: ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, მუსკატის გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახურის ფესვი, ხუჭუჭა კომბოსტო (კეილი), ცერეცო, კივი, პრასი, ანანასი და საზამთრო.

მათ აღმოაჩინეს, რომ მცენარეების მრავალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ ვყრით, უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ის ნაწილები, რომლებსაც საკვებად ვიყენებთ. მაგალითად:

  • საზამთროს ქერქში ყოველ 100 გრამზე 2,10 გრამი უჯრედისია — დაახლოებით იმდენივე, რამდენიც სრულმარცვლოვანი პურის ერთ ნაჭერში;
  • მუსკატის გოგრის ქერქსა და თესლში — 9,25 გრამი ყოველ 100 გრამზე, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც ქატოს ფანტელების ერთ ულუფაში;
  • ანანასის ქერქსა და გულგულში ხუთჯერ მეტი უჯრედისია, ვიდრე რბილობში;
  • ბროკოლის ღეროებიც შეიცავს უჯრედისს, თუმცა ოდნავ ნაკლებს, ვიდრე ყვავილედები.

უჯრედისი აუცილებელია ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის და ხელს უწყობს შეკრულობის თავიდან აცილებას.

პროექტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა რეიჩელ გიბსონმა აღნიშნა, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ადამიანები მნიშვნელოვანი რაოდენობის უჯრედისს ყრიან.

„ეს მხოლოდ საკვები ნივთიერებების დაკარგვა კი არა, ფინანსური დანაკარგიცაა: ფაქტობრივად, ყრით იმ პროდუქტების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებშიც ფული უკვე გადაიხადეთ“.

ლონდონის სამეფო კოლეჯის სასადილოში ექსპერიმენტი ჩაატარეს: თანამშრომლებსა და სტუდენტებს მცენარეების ყველა საკვებად ვარგისი ნაწილისგან — ფესვებიდან კენწეროებამდე — მომზადებული კერძები შესთავაზეს, მაგალითად, ბანანის ქერქის კარი.

მკვლევრები გვირჩევენ, შინ კერძების მომზადებისას ვცადოთ კივის კანის, ბროკოლის ღეროების — მაგალითად, ბოსტნეულის მოშუშვისას — ან ბულგარული წიწაკის თესლის გამოყენება.

მართალია, თერმულმა დამუშავებამ შესაძლოა უჯრედისის შემცველობა შეცვალოს, მაგრამ, როგორც წესი, მას მთლიანად არ ანადგურებს. საკვები ნივთიერებები ყველაზე კარგად ორთქლზე, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას ან სწრაფად მოშუშვისას ნარჩუნდება.

გიბსონი ხაზს უსვამს: მიზანი ის არ არის, რომ ადამიანებს უგემური საკვების ჭამა ვაიძულოთ.

„მთავარია, კვებითი ღირებულება დავინახოთ მცენარეების იმ ნაწილებში, რომლებსაც ჩვეულებრივ ვყრით“, — ამბობს ის.

იგი აღიარებს, რომ ასეთი საკვების გასინჯვის იდეამ ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა ეჭვი გამოიწვიოს.

სტუდენტურ სასადილოში ჩატარებული ექსპერიმენტის დროსაც ზოგი მის ჭამას ერიდებოდა.

მიუხედავად ამისა, ცხრა კვირის განმავლობაში „ფესვებიდან კენწეროებამდე“ პრინციპით მომზადებულმა კერძებმა უნივერსიტეტის სასადილოში გაყიდული ცხელი კერძების მესამედი შეადგინა.

ამასთან, ისინი, ვინც ახალ კერძებს ირჩევდნენ, თავიანთ ულუფებს ბოლომდე უფრო იშვიათად ჭამდნენ, ვიდრე ის სტუმრები, რომლებიც ჩვეულებრივი მენიუდან უკვეთავდნენ.

კირსტენ ჯექსონი, ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის დიეტოლოგი, რომელიც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე სპეციალიზდება, აღნიშნავს, რომ ასეთი საკვები სასარგებლოა — იმ პირობით, რომ პროდუქტები საგულდაგულოდ არის გარეცხილი.

ის გვთავაზობს, ანანასის გულგული სმუზის მოსამზადებლად გამოვიყენოთ, თუმცა მაგარი ქერქის გამოყენებას არ გვირჩევს.

მისი თქმით, მცენარეების ზოგიერთი ღეროს თერმულად დამუშავება ან წვრილად დაჭრა შეიძლება გახდეს საჭირო, რათა მათი ჭამა უფრო სასიამოვნო იყოს.

„თუ ბროკოლის ღერო დღევანდელ ვახშამს არ უხდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა გადააგდოთ. დაჭერით, გაყინეთ და სხვა დროს დაუმატეთ წვნიანს ან სწრაფად მოშუშულ კერძს“, — ამბობს ის.

ჯექსონი გვირჩევს, უჯრედისის მიღება თანდათან გავზარდოთ, რათა მუცლის შებერილობა ავიცილოთ თავიდან. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ამ რაოდენობის უჯრედისის ატანა შესაძლოა უფრო რთული იყოს.

ბრიტანეთის კვების ფონდი (British Nutrition Foundation) კი გვაფრთხილებს, რომ მცენარეების ზოგიერთი ნაწილის ჭამა საერთოდ არ შეიძლება. გამწვანებული კარტოფილი და რევანდის ფოთლები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, ხოლო ზედმეტად მაგარი ღეროები ან თესლი შესაძლოა პატარა ბავშვებისთვის შეუფერებელი იყოს.

პოპულარული

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად...

ყველა ამბავი

NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, იზოლაციაში 378 დღე გაატარეს...

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის თურქეთში,...

“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.აქციის მონაწილეები უსახლკარო...

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების...

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება – ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს

აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება და ბრძოლა კონგრესის კონტროლისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა...

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...