NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, იზოლაციაში 378 დღე გაატარეს და საცხოვრებელი მოდული დატოვეს. ექსპერიმენტის მიზანი იყო NASA-ს ასტრონავტების დედამიწის მეზობელ პლანეტაზე შესაძლო სამომავლო მოგზაურობისთვის მომზადება.

„ეს მართლაც დაუვიწყარი წელი იყო — იმიტირებული მისიის ასტრონავტები საკუთარი ნებით ვცხოვრობდით ტყვეობაში“- განაცხადა CHAPEA-ს მისიის სამედიცინო ოფიცერმა ელენ ელისმა შაბათს, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, მას შემდეგ, რაც სამ თანამგზავრთან ერთად იზოლაციიდან გამოვიდა.

ეკიპაჟის ოთხივე წევრი 3D პრინტერით აშენებულ, 158 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ მოდულში 2025 წლის 19 ოქტომბერს შევიდა. ისინი სხვადასხვა დავალებას ასრულებდნენ, მათ შორის მარსის ნიადაგის იმიტაციაში მცენარეებს ზრდიდნენ და NASA-ს წარმომადგენლებთან ისეთი დროითი შეფერხებებით ურთიერთობდნენ, როგორიც პლანეტათაშორის კომუნიკაციას ახასიათებს.

NASA, რომელიც მარსს რობოტული მარსმავლებითა და ორბიტული აპარატებით იკვლევს, მიზნად ისახავს, ადამიანების მონაწილეობით მისია მარსზე უკვე 2030-იან წლებში განახორციელოს. მანამდე კი სააგენტო გეგმავს, 1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტები მთვარეზე დააბრუნოს.

„სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება იმ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც კოსმოსში აშშ-ის ლიდერობის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს“, — თქვა ელისმა.

მან ახსენა კოსმოსურ ოპერაციებზე ორიენტირებული სამხედრო აკადემია, რომლის შექმნასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, და მთვარეზე ბაზის მოწყობის გეგმები.

„მოდით, ხელში ავიღოთ ინიციატივა და მეცნიერების დახმარებით ვიკისროთ ლიდერობა — ეს ჩვენს ეკონომიკას სარგებელს მოუტანს და კოსმოსში ჩვენს მემკვიდრეობას შვილიშვილებისთვისაც შეინარჩუნებს“, — განაცხადა ელისმა.

ეკიპაჟის სხვა წევრები იყვნენ მისიის მეთაური როს ელდერი, სამეცნიერო ოფიცერი მეთიუ მონტგომერი და ბორტინჟინერი ჯეიმს სპაისერი.

„მარსზე გამგზავრება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული“, — თქვა ელდერმა იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ. „თუმცა ცოდნის გაღრმავებისკენ სწრაფვის, მკაფიო ხედვისა და ძლიერი ლიდერობის, შემოქმედებითი მიდგომის, სიმტკიცის, დაუღალავი შრომისა და უკვე შექმნილი მძლავრი საფუძვლის წყალობით, მარსზე ადამიანების გაგზავნა არა მხოლოდ მიღწევადი, არამედ გარდაუვალიცაა“.

მისიის დასრულების შემდეგ ეკიპაჟი ორი კვირის განმავლობაში შეფასების პროცედურებში მიიღებს მონაწილეობას და NASA-ს მეცნიერებთან ერთად მისიის შედეგებს განიხილავს. სააგენტოს განცხადებით, მას სურს უკეთ გაიგოს, რა სჭირდებათ ასტრონავტებს დედამიწის ფარგლებს გარეთ ხანგრძლივი მისიებისას ყოველდღიურ რეჟიმსა და მოთხოვნებთან შესაგუებლად, რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა და სხვებთან კავშირი.

ეს NASA-ს მეორე CHAPEA-ს მისია იყო. პირველი მისიის ფარგლებში სხვა ოთხკაციანმა ეკიპაჟმა ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, 2023–2024 წლებში, იზოლაციაში ასევე 378 დღე გაატარა.

იზოლაციიდან გამოსულ ეკიპაჟის წევრებს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის დირექტორი ვანესა უაიჩი დახვდა. მისი თქმით, მათ შეძლეს შეზღუდული რესურსებით ცხოვრება, საცხოვრებელი მოდულის მოვლა და მარსზე მუშაობის იმიტირებული ოპერაციების შესრულება.

უაიჩმა ასევე აღნიშნა, როგორ უმკლავდებოდა ეკიპაჟი იმიტირებულ პლანეტათაშორის კომუნიკაციას, როდესაც შეტყობინების გაგზავნასა და პასუხის მიღებას შორის გარკვეული დრო გადიოდა.

„ასეთი შეფერხებები მოთმინებას, გულდასმით დაგეგმვასა და მეტ დამოუკიდებლობას მოითხოვს — თვისებებს, რომლებიც აუცილებელი იქნება მომავალი ასტრონავტებისთვის, როდესაც ისინი სახლიდან მილიონობით მილის დაშორებით იმოგზაურებენ“, — თქვა უაიჩმა.

მისივე თქმით, CHAPEA-ს ეკიპაჟის გამოცდილება და მისგან მიღებული ცოდნა გზას გაუკვალავს მომავალ მისიებს — ჯერ მთვარეზე, „ერთ დღეს კი — მარსზე“.

პოპულარული

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს...

ისრაელის არჩევნები: ხმების 89%-ზე მეტი უკვე დათვლილია, თუმცა კოალიციის შექმნის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. რა მოხდება შემდეგ?

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი...

„ქალების სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ“ – დააკავეს 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს,...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა...

ყველა ამბავი

ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის თურქეთში,...

ყველაზე სასარგებლო ნაგვის ურნაში?-საკვების ნარჩენები უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, ამტკიცებენ ექსპერტები

ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების, მაგალითად, ქერქისა და ღეროების საკვებად გამოყენება ორგანიზმისთვის სასარგებლოა და მას უჯრედისით...

“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.აქციის მონაწილეები უსახლკარო...

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების...

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება – ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს

აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება და ბრძოლა კონგრესის კონტროლისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა...

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...