ზელენსკი მზად არს პუტინს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრისთვის თურქეთში, თუ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის ორგანიზებას შეძლებს.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ [ერდოღანთან] და მისი პირადი ურთიერთობები ტრამპთან და პუტინთან შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამას შეძლებს, ჩვენ დავთანხმდებით და მხოლოდ გაგვიხარდება. დიახ, მზად ვართ, მზად ვართ თურქეთში ასეთი შეხვედრისთვის“, — თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი 31 ოქტომბერს ანკარაში ერდოღანს შეხვდა და, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილა.

ზელენსკიმ გაიმეორა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა იქნება, რასაც მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა უნდა მოჰყვეს. გარდა ამისა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა გადაწყდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ქვეყნის აღდგენის საკითხები.

რაც შეეხება ტერიტორიებს, ზელენსკიმ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არც რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებზე აპირებს დე იურე უარის თქმას და არც დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დათმობას.

ბოლო დროს პოლიტიკოსები და დიპლომატები, პირველ რიგში აშშ-დან, საუბრობდნენ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თეორიულ შესაძლებლობაზე დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე. თუმცა ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ სამიტზე ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიუღია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი, მედიის ცნობით, G20-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, პუტინი იქ ჩავიდეს.

რუბიოს კიდევ უფრო მეტად ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.

„არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ. არა მგონია, აქ ვინმე ამტკიცებდეს, რომ მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ზღვარზე ვართ“, — აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვებს ციტირებს „რადიო თავისუფლება“ (რომელიც რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული).

პოპულარული

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი —...

ვენსი: არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომია

აშშ-ის ირანთან ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების მთავარი...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება...

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი" ...

სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანას შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებში სუპერმარკეტების გაგრილების სისტემებზე ახალი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ბელგიაში,...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ...

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დახურა: ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების)...

ყველა ამბავი

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...

ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში...

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში დაეშვა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციაში დაეშვა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.საინფორმაციო...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის დაავალა, დაარეგისტრიროს ინფორმაცია ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას,...

პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა – ხოშტარია

"პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა"- ასე ეხმაურება  პარტია "დროას" ლიდერი საპატიმროდან, მისი პარტიის, რუსეთის მიერ,?არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადებას."ვიღებ მილოცვებს!პუტინის სისხლიანი...

ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა.მას საპროცესო შეთანხმება 2 ნოემბერს გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა 1...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. როგორც  ცნობილია,დარტყმების შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.  პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების...

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხნენ” – ძარცვის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს...

აშშ-ში დემოკრატების გამარჯვების შემდეგ საფონდო ბირჟებზე მაღალტექნოლოგიურმა კომპანებმა ტრილიონობით დოლარი დაკარგეს

აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების მეორე დღეს აშშ-ისა და აზიის საფონდო ბირჟებზე მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ჯამური ღირებულება ტრილიონობით...