ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის მზარდი ნაკადითაა განპირობებული.

ახალი 2 ევროიანი მოსაკრებელი, რომელიც ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის, გავრცელდება ყველა ამანათზე მათი ღირებულების მიუხედავად და საბაჟო დამუშავების ხარჯებს დაფარავს. იგი ივლისში შემოღებულ 3 ევროიან ბაჟს დაემატება.

ივლისში 150 ევრომდე ღირებულების მცირე ზომის ამანათებზე უკვე ამოქმედდა 3 ევროს ოდენობის ბაჟი. თუმცა ეს გადასახადი დროებითია და 2028 წლამდე დარჩება ძალაში, სანამ ახალი საბაჟო IT სისტემა არ ამოქმედდება.

ახალი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირი ისეთი ჩინური პლატფორმებიდან, როგორიცაა Temu, Shein და AliExpress, იაფფასიანი იმპორტის მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდა.

“ბაჟის ლოგიკა თანაბარი პირობების შექმნაა: ევროკავშირში შემოსულმა ყველა საქონელმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი და დასაბუთებული ბაჟი. მოსაკრებლის ლოგიკა კი კონტროლის ხარჯების დაფარვაა, რადგან ელექტრონული კომერცია ჩვენი საბაჟო სამსახურებისთვის არაპროპორციულ ხარჯებთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ახალ მოსაკრებელს ონლაინ-პლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავები გადაიხდიან, ხოლო თანხის ამოღებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს. აკრეფილი თანხის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში შევა, ხოლო დარჩენილი 25% ევროკავშირის ქვეყნებს დარჩება.

ივლისში დაწესებულმა 3 ევროიანმა ბაჟმა იმპორტის მოცულობაზე უკვე მოახდინა გავლენა: ევროკომისიის მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ბლოკში შემავალი მცირე ამანათების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველდღიურად მაინც 5 მილიონი ამანათი შემოდის.

პოპულარული

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების...

ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც...

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს,...

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...