Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ნატოს მომავალთან დაკავშირებული შეხვედრის მონაწილეთა სიიდან გამორიცხა.

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკის შერბილება სთხოვეს. ამის შესახებ პარასკევს, 30 ოქტომბერს, Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტოს ცნობით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების დროს პენტაგონმა მათ ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე მკვეთრი განცხადებებისგან. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური პირების მკაცრმა განცხადებებმა შესაძლოა კონტინენტის უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს.

კერძოდ, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ნატოს მოკავშირეებს ასეთი თხოვნა გადასცა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელბრიჯ კოლბი იყო. იგი ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობის გადახედვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

Reuters-ის ცნობით, ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელთან გამართულ ერთ-ერთ ბოლო ორმხრივ შეხვედრაზე კოლბიმ განაცხადა, რომ „რუსეთის გაღიზიანება არ ღირს“. სააგენტოს წყაროების თანახმად, შეუსაბამო რიტორიკის მაგალითად მან მოიყვანა ევროპელი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები, თითქოს რუსეთი „კუთხეში მომწყვდეული ვირთხასავითაა“.

უცნობია, კონკრეტულად რომელ განცხადებაზე იყო საუბარი. თუმცა 2026 წლის სექტემბრის ბოლოს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა რუსეთის პრეზიდენტს „კუთხეში მომწყვდეული ვირთხა“ უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლი ევროპაში დივერსიებს იმიტომ აწყობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ აღწევს.

„ჩვენ გეხმარებით. ამერიკელები აქ არიან. უბრალოდ ნუ იხმაურებთ. ნუ ატეხთ ხმაურს“, — ასე გადასცა Reuters-ს ვაშინგტონის გზავნილის არსი ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

პენტაგონში სააგენტოს წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს და ხაზი გაუსვეს, რომ „მოკავშირეებს შორის კერძო მოლაპარაკებები კერძოდ უნდა დარჩეს“.

პენტაგონმა ბალტიის ქვეყნები ალიანსის მომავალზე შეხვედრის მონაწილეთა სიიდან გამორიცხა

Reuters-ის ცნობით, პენტაგონის მოწოდებები ევროპული ქვეყნებისადმი იმ ფონზე გაკეთდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები კვლავ გაააქტიურა.

ოქტომბრის დასაწყისში Politico-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ნატოს სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა სიიდან გამორიცხა. შეხვედრაზე ალიანსის მომავალი უნდა განეხილათ.

გამოცემის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი თეთრი სახლის ხელმძღვანელის წარმოდგენების შესაბამისად გადადგა იმის შესახებ, თუ ვინ ითვლება „კარგ“ და „ცუდ“ მოკავშირედ.

ბალტიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, დიდი ხანია შეშფოთებულნი არიან რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხით. მათ შორის საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც რეგულარულად არღვევენ მათ საჰაერო სივრცეს, რის გამოც ხდება განგაშის გამოცხადება, სამხედრო თვითმფრინავების მიერ მათი გადაჭერა და ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერების პოლიტიკური განცხადებები.

გარდა ამისა, 19-დან 30 ოქტომბრამდე ლიტვაში, ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, მიმდინარეობს წვრთნები, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებას ეხება.

პოპულარული

ტრამპს გაეროს გენერალურ მდივნად ვიქტორ ორბანი უნდა. რა შანსები აქვს უნგრეთის ყოფილ პრემიერს

დონალდ ტრამპი უნგრეთის ყოფილ პრემიერს, ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური...

ისრაელის არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. წინასწარი მონაცემებით,...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი...

ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?- სააკაშვილი

"ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ...

ყველა ამბავი

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარტიების აკრძალვის პროცესის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და "ქართულ ოცნებას" მოწუდებს, უზრუნველყოს,...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, ლოდი სახლს დაეცა – დაშავდა 1 ადამიანი

ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა - შედეგად, ლოდი სახლს დაეცა და შიგნით მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ...

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ხვიჩა ცხაკაიას  ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.2005...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში ორი არასრულწლოვანი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ...