რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი მოსამართლის თანამდებობიდან ჩამოშორება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სცადა. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ შაბათს ყველა საპარლამენტო პარტიასთან გამართავს კონსულტაციებს „პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ვალდემარ ჟურეკმა, რომელიც ამავდროულად გენერალური პროკურორის თანამდებობასაც იკავებს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბარტოშ სოხანსკისთვის მოსამართლის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა წარადგინა, რათა შემდგომ მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა გახდეს შესაძლებელი. ორივე მათგანი თანამდებობაზე მემარჯვენე პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წინა მთავრობის დროს დაინიშნა.

„ეს სასამართლო კერძო საკუთრებად იქცა; ჩვენ მისი გამართული ფუნქციონირება უნდა აღვადგინოთ“, — ციტირებს ჟურეკს სააგენტო AFP.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ყველაზე ხანდაზმულმა მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შესრულება შეუჩერა და სასამართლოს ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო, იუწყება სააგენტო Reuters.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ტრიბუნალის შენობასთან ხალხმა შეკრება დაიწყო. შენობაში მათი შეღწევის აღსაკვეთად ადგილზე პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები გაგზავნეს. აქციის ზოგიერთი მონაწილე პოლიციის ბარიერების გარღვევას ცდილობდა, იუწყება AFP. პოლიციის ცნობით, დააკავეს სამი ადამიანი, რომლებიც ტრიბუნალის შენობათა კომპლექსის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

რას აცხადებენ მხარეები

დონალდ ტუსკის მთავრობა უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს იმ მოსამართლეების გადადგომას მიაღწიოს, რომლებიც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წინა მთავრობამ დანიშნა. ეს პარტია ხელისუფლებაში 2015–2023 წლებში იყო.

ბოგდან სვენჩკოვსკი სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა

თავად საკონსტიტუციო ტრიბუნალში განაცხადეს, რომ ორი მოსამართლე, რომელთა პასუხისგებაში მიცემასაც მთავრობა აპირებს, კვლავ ამ ორგანოს კანონიერად დანიშნულ უმაღლესი თანამდებობის მოსამართლეებად რჩება.

„ამ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი დანაშაულს — სახელმწიფო გადატრიალებას — სჩადის“, — ნათქვამია ტრიბუნალის განცხადებაში.

დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელებში დაწერა: „კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მმართველობისას გამეფებული მრავალწლიანი უკანონობის შემდეგ ეს პროცესი რთული, ზოგჯერ მტკივნეულია და გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“.

კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდაჭერით სარგებლობს, სენეგალში, ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალი საკუთარი თვითმფრინავი უკან მოაბრუნა და ვარშავაში დაბრუნდა.

შაბათს დილით ნავროცკიმ, რომელმაც ღამით საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შეაღწია, დაწერა, რომ „ღამით დაირღვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი და ძალადობრივად იქნა დაკავებული კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო“.

„შიდა უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო“, პოლონეთის პრეზიდენტმა შაბათს სასწრაფო კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა „საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს, პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“.

კონფლიქტის არსი

პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალში საკუთარი მოსამართლეები სწრაფად დანიშნა, რათა იქ უმრავლესობა მოეპოვებინა, რადგან ამ ორგანოს მიღებული ნორმატიული აქტების კანონიერების განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს.

მოგვიანებით წამყვანმა ევროპულმა სასამართლო ინსტიტუტებმა — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ  დაადგინეს, რომ „სამართალმა და სამართლიანობამ“ (PiS) სამი მოსამართლე არამართლზომიერად აირჩია, რადგან მათ ის თანამდებობები დაიკავეს, რომლებზეც პარლამენტის წინა შემადგენლობას მოსამართლეები უკვე კანონიერად ჰყავდა არჩეული.

ევროპული სასამართლოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი აღარ იყო „მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო“. ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, დონალდ ტუსკის მთავრობამ ტრიბუნალის დადგენილებების გამოქვეყნება შეწყვიტა.

2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტუსკმა სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაციის პირობა დადო, თუმცა PiS-ის მმართველობისას მიღებული ცვლილებების გაუქმება ვერ შეძლო. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ ნავროცკი და მისი წინამორბედი ანჯეი დუდა, რომელსაც ასევე PiS უჭერდა მხარს, ტუსკის ინიციატივების დასაბლოკად პრეზიდენტის ვეტოს უფლებას იყენებდნენ.

გარდა ამისა, ნავროცკიმ უარი თქვა საკონსტიტუციო ტრიბუნალის იმ ხუთი მოსამართლის ფიცის მიღებაზე, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აირჩია. მიზეზად მან მათი შერჩევის პროცედურაში სავარაუდო დარღვევები დაასახელა.

ერთ-ერთი მათგანია ანა კორვინ-პიოტროვსკა, რომელმაც ტრიბუნალის თავმჯდომარე სვენჩკოვსკი თანამდებობიდან ჩამოაშორა და განაცხადა, რომ მის მოვალეობებს თავად შეასრულებდა.

ამ თვის დასაწყისში კაროლ ნავროცკიმ ვენეციის კომისიისგან — ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხებში საკონსულტაციო ორგანოსგან — მიიღო რეკომენდაცია, მიეღო მოსამართლეთა ფიცი, რათა მათ სასამართლოს შემადგენლობაში მუშაობა შეძლებოდათ.

იუსტიციის მინისტრმა ჟურეკმა განაცხადა, რომ სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას, რადგან ისინი მოსამართლეებს მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიან.

ტუსკის ზოგიერთი მხარდამჭერი მას საყვედურობს, რომ PiS-ის მმართველობისას გატარებული რეფორმების გასაუქმებლად საკმარისად გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს.

პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი (მარცხნივ) და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარჯვნივ) საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო პოლიტიკურ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ ჩართული

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს არის დაგეგმილი და ზოგიერთი ამჟამინდელ ნაბიჯებს ამომრჩევლებში ტუსკის პოპულარობის გაზრდის მცდელობად მიიჩნევს.

თუმცა მისი მოქმედებები კრიტიკის საგანიც გახდა. სექტემბერში ტუსკმა ტრიბუნალის მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკოსი მაცეი ბერეკი — იურისტი, რომელსაც მის მთავრობაში მინისტრის თანამდებობა ეკავა.

იურისტმა მარცინ მატჩაკმა, რომელიც PiS-ის დროინდელ სასამართლო რეფორმებს აკრიტიკებს და ადრე აცხადებდა, რომ სვენჩკოვსკი სასამართლოს ისტორიაში ყველაზე ცუდ თავმჯდომარედ მიაჩნდა, თქვა, რომ ამ უკანასკნელის თანამდებობიდან ჩამოშორებას „მილიონი მიზეზის გამო“ კანონიერი საფუძველი არ აქვს.

„ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიმართ დღევანდელი ქმედებები მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ჯვარს უსვამს როგორც ამ ორგანოს, ისე კანონის უზენაესობის საკითხს“, — დაწერა პროფესორმა მატჩაკმა სოციალურ ქსელებში.

„შეიარაღებული პოლიციის კადრებსა და სამართლებრივ განმარტებებს, რომელთა თანახმადაც იუსტიციის მინისტრს საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩამოშორება, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ექნება კანონის უზენაესობისთვის მძიმე უარყოფითი შედეგები“, — დასძინა მან.

პოპულარული

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში)...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...