აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა შესაძლო ტერაქტის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ფსბ) აცნობა.

რუსეთში აშშ-ის საელჩომ შაბათს, 31 ოქტომბერს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა გაფრთხილება იმავე დღეს მოსკოვის მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოში“ არსებული საფრთხის შესახებ.

„აშშ-ის საელჩომ მოსკოვში მიიღო სარწმუნო ინფორმაცია საფრთხის შესახებ, რომ დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვის მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე შესაძლოა მოხდეს მოვლენა, რომელიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს. მისამართი: დოლსკაიას ქუჩა №1, მოსკოვი, რუსეთი, 115569. აშშ-ის მთავრობა საპასუხო ზომებს რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ახორციელებს“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მოქალაქეებს მოუწოდა, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოში“ მისვლისგან თავი შეიკავონ. „არ მიუახლოვდეთ აღნიშნულ ტერიტორიას, შეინარჩუნეთ სიფხიზლე და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სააგენტო ტასის ცნობით, რუსეთის ფსბ-ზე დაყრდნობით, რუსეთის სპეცსამსახურმა ამერიკული მხარისგან პარტნიორული არხებით მიიღო ინფორმაცია „მოსკოვში ტერაქტის მომზადების შესახებ“.

თავის მხრივ, Telegram-არხმა Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუზეუმ-ნაკრძალი „ცარიცინო“ „სულ მცირე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში“ დახურული იქნება. „ტერიტორიის შესამოწმებლად პარკში კინოლოგები გაგზავნეს. მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოსთან“ მისასვლელი გზები ამჟამად გადაკეტილია“, — აღნიშნულია პოსტში.

აშშ-ის გაფრთხილება რუსეთის სპეცსამსახურებს „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტამდე

2024 წლის აპრილში გამოცემა The Washington Post-მა, ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ როდესაც აშშ რუსეთის სპეცსამსახურებს ტერაქტის საფრთხის შესახებ ინფორმაციას გადასცემდა, ის კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლს“ ისლამისტების შესაძლო სამიზნედ ასახელებდა.

გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია ფსბ-ს 6 მარტს გადასცეს. მომდევნო დღეს, 7 მარტს, აშშ-ის საელჩომ მოსკოვში გამოაქვეყნა გაფრთხილება რუსეთის დედაქალაქში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ საელჩო თვალს ადევნებდა ცნობებს, რომელთა თანახმადაც, „ექსტრემისტები უახლოეს პერიოდში მოსკოვში ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, მათ შორის კონცერტებზე, თავდასხმებს გეგმავენ. აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს“.

პოპულარული

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“,...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის...

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...