აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება – ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს

აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე რჩება და ბრძოლა კონგრესის კონტროლისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა მხარდასაჭერად აიოვასა და კანზასში საარჩევნო ღონისძიებებს მართავს, მაშინ როდესაც დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაბრუნებას, სენატში კი რესპუბლიკელთა უპირატესობის შემცირებას ან კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

არჩევნებზე გადაწყდება წარმომადგენელთა პალატის ყველა 435 ადგილი და სენატის 35 მანდატი. ამჟამად რესპუბლიკელებს სენატში 53-47 უმრავლესობა აქვთ, წარმომადგენელთა პალატაში კი მათი უპირატესობა მინიმალურია. Reuters-ის მიხედვით, 31 ოქტომბრისთვის ვადამდე ხმა უკვე 51 მილიონზე მეტ ამერიკელს ჰქონდა მიცემული – ეს შუალედური არჩევნებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ტრამპი ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს კამპანიაში. მან თავდაპირველად კანზასსა და აიოვაში დაგეგმილი შაბათ-კვირის ღონისძიებები გააუქმა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ორივე შტატში გამოსვლები აღადგინა. რესპუბლიკელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელმაც ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი, მაგრამ შუალედურ არჩევნებზე შესაძლოა ნაკლებად აქტიური იყოს.

Reuters/Ipsos-ის ბოლო ეროვნული გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 32%-მდე გაიზარდა — ერთი პუნქტით მეტი წინა კვირაში დაფიქსირებულ რეკორდულად დაბალ 31%-თან შედარებით. მიუხედავად მცირე გაუმჯობესებისა, პრეზიდენტის რეიტინგი კვლავ ძალიან დაბალ დონეზე რჩება და რესპუბლიკელ კანდიდატებზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

იმავე კვლევაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47% აცხადებდა, რომ კონგრესის არჩევნებში დემოკრატ კანდიდატს მისცემდა ხმას, რესპუბლიკელებს კი 36% უჭერდა მხარს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმპათიების გათვალისწინებით სხვაობა მცირდება — 50% დემოკრატებისთვის და 41% რესპუბლიკელებისთვის. სავარაუდო ამომრჩევლებს შორისაც დემოკრატები 53%-ით 44%-ის წინააღმდეგ ლიდერობდნენ. თუმცა ეროვნული გამოკითხვა არჩევნების საბოლოო შედეგს პირდაპირ ვერ განსაზღვრავს, რადგან წარმომადგენელთა პალატის მანდატები კონკრეტულ ოლქებში, სენატის არჩევნები კი ცალკეულ შტატებში წყდება.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა ცხოვრების გაძვირება და ინფლაციაა. Reuters/Ipsos-ის კვლევაში გამოკითხულთა 73% მიიჩნევდა, რომ ცხოვრების ღირებულების მხრივ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. საწვავის გაძვირებამ, რომელიც ირანთან ომის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა, ასევე სურსათის, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მაღალმა ფასებმა ეკონომიკა კამპანიის ცენტრალურ საკითხად აქცია. ეკონომიკური პოლიტიკის მართვის საკითხში დემოკრატებს გამოკითხულთა 37% ენდობოდა, რესპუბლიკელებს კი  33%.

დემოკრატებისთვის უფრო რეალური სამიზნე წარმომადგენელთა პალატაა. რესპუბლიკელებს იქ მხოლოდ უმცირესი შესაძლო უმრავლესობა აქვთ და დაახლოებით სამი-ოთხი ათეული ოლქი კონკურენტულად ითვლება. სენატის ხელში ჩაგდება დემოკრატებისთვის გაცილებით რთულია: მათ ოთხი დამატებითი მანდატი სჭირდებათ და ამისთვის რამდენიმე რესპუბლიკური შტატის მოგება მოუწევთ.

კამპანიის ბოლო დღეებს მწვავე სამართლებრივი დავებიც ახლავს. კალიფორნიაში ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა 20 ათასზე მეტი საფოსტო ბიულეტენის ცალკე გადადებას იმ მოტივით, რომ ამომრჩეველთა ნაწილს შესაძლოა მოქალაქეობის პრობლემა ჰქონდეს, თუმცა ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ალასკაში კი ფედერალური პროკურატურა სენატის ერთ-ერთ გადამწყვეტ რბოლასთან დაკავშირებულ შესაძლო საარჩევნო მანიპულაციას იძიებს.

3 ნოემბრის არჩევნების შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელზე. თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას დაიბრუნებენ, მათ შეეძლებათ პრეზიდენტის საკანონმდებლო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბლოკვა, ადმინისტრაციის საქმიანობაზე გამოძიებებისა და ზედამხედველობის გაძლიერება და ბიუჯეტურ საკითხებზე მეტი გავლენის მოპოვება. სენატის კონტროლი კი დამატებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მაღალი თანამდებობის პირებისა და ფედერალური მოსამართლეების დამტკიცებისთვის.

რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში

3 ნოემბრის კენჭისყრას აშშ-ის ფარგლებს გარეთაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან არჩევნების შედეგს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზეც. პრეზიდენტს კვლავ ექნება ფართო უფლებამოსილება დიპლომატიის, სამხედრო ოპერაციების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თუმცა კონგრესი აკონტროლებს სახელმწიფო ხარჯებს, იღებს კანონებს და შეუძლია ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიება და საჯარო მოსმენების ჩატარება. ამიტომ დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატის ან ორივე პალატის კონტროლის მოპოვება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან შემაკავებელ ძალად შეიძლება იქცეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანთან ომია. ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე დაიწყო. დემოკრატები უკვე არაერთხელ მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტმა სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად კონგრესის ნებართვა მიიღოს. ხელისუფლებაში გაძლიერების შემთხვევაში მათ შეუძლიათ თავდაცვის დაფინანსების ნაწილს პირობები დაუწესონ, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები კონგრესში საჯარო მოსმენებზე დაიბარონ და სცადონ პრეზიდენტის სამხედრო მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა. აშშ-ის War Powers Resolution-იც სწორედ პრეზიდენტისა და კონგრესის ერთობლივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ამერიკული ძალების სამხედრო მოქმედებებში ჩართვისას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს, თუ ტრამპი არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში დემოკრატების მიერ კონტროლირებული კონგრესი ადმინისტრაციას უფრო მკაცრად მოსთხოვს სამხედრო მიზნების, ოპერაციის ხარჯებისა და ომის დასრულების სტრატეგიის განმარტებას. თუმცა პრეზიდენტს, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გარკვეული სამხედრო მოქმედებების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა მაინც დარჩება.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება უკრაინა და რუსეთია. ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ უკრაინისთვის პირდაპირი ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად შეამცირა და მოსკოვთან შეთანხმების მისაღწევად რუსეთის მიმართ ზოგიერთი ეკონომიკური შეზღუდვაც შეარბილა. ამ მიდგომამ უკმაყოფილება არა მხოლოდ დემოკრატებში, არამედ ზოგიერთ რესპუბლიკელ კანონმდებელშიც გამოიწვია.

თუ დემოკრატები ორივე პალატას მოიგებენ, მათ შეეძლებათ უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტები დღის წესრიგში თავად დააყენონ. Reuters-ის შეფასებით, უკრაინის დახმარებას კონგრესში ჯერ კიდევ იმდენად ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო ხმების მოგროვებაც გახდეს შესაძლეძბელი. დემოკრატები ასევე შეეცდებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების აღდგენას ან ტრამპის მიერ სანქციების შემსუბუქების შეზღუდვას.

შესაბამისად, დემოკრატების გამარჯვებამ შესაძლოა ვაშინგტონის პოლიტიკა უკრაინის მიმართ კვლავ უფრო პრო-კიევური და რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი გახადოს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერებას. პრეზიდენტი კვლავ შეძლებს ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიური ინიციატივების წამოწყებას, მაგრამ კონგრესს ფინანსებისა და სანქციების მეშვეობით მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლება.

მესამე და ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ცვლილება შესაძლოა ისრაელის მიმართ დამოკიდებულებაში გამოჩნდეს. დემოკრატიულ პარტიაში ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ღაზის ომით, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლითა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობით. Reuters-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების თითქმის ნახევარმა უკვე დაუჭირა მხარი ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეზღუდვას.

ამიტომ დემოკრატების მიერ კონგრესის კონტროლის მოპოვების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს მცდელობა, რომ ისრაელისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება, რომელიც ბოლო ფინანსურ წელს დაახლოებით $3.8 მილიარდს შეადგენდა — გარკვეულ პირობებს დაუკავშირდეს ან ნაწილობრივ შემცირდეს. უფრო ზომიერი დემოკრატები მთლიანად დახმარების შეწყვეტას არ უჭერენ მხარს, მაგრამ მათ შორისაც იზრდება მხარდაჭერა მძიმე ბომბებისა და სხვა კონკრეტული შეიარაღების მიწოდების შეზღუდვისადმი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისრაელში არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობისა და ირანთან ომის ფონზე. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა კონგრესმა შეიძლება ნეთანიაჰუს მთავრობას გაცილებით მეტი პოლიტიკური და ფინანსური პირობა დაუყენოს.

კიდევ ერთი დიდი დავა სამხედრო ბიუჯეტს შეეხება. ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის უპრეცედენტო, დაახლოებით 67%-იანი ზრდა და $1.5 ტრილიონამდე გაზრდა მოითხოვა. დემოკრატები ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია სამხედრო ხარჯებს ზრდის იმ დროს, როდესაც სოციალური პროგრამების დაფინანსებას ამცირებს. სენატში დემოკრატებმა უკვე შეძლეს ამ მოთხოვნის ნაწილის დაბლოკვა.

თუ ისინი წარმომადგენელთა პალატასაც გააკონტროლებენ, ტრამპისთვის სამხედრო ბიუჯეტის ზრდის გატარება ბევრად რთული გახდება. კონგრესს სწორედ დაფინანსების კონტროლით შეუძლია პრეზიდენტის საგარეო და სამხედრო პოლიტიკაზე ყველაზე პირდაპირი ზეწოლის მოხდენა.

ამავე დროს, დემოკრატები სავარაუდოდ შეეცდებიან აღადგინონ საერთაშორისო დახმარების ის პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა ან გააუქმა. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ჰუმანიტარულ, განვითარების, ჯანდაცვისა და სხვა საგარეო დახმარების პროგრამებისთვის იყო დამტკიცებული. Reuters-ის მიხედვით, დემოკრატების ნაწილი უკვე აცხადებს, რომ კონგრესის კონტროლის შემთხვევაში ამ თანხების დაბრუნებას შეეცდება.

ნატოსა და ევროპასთან ურთიერთობაშიც ტონალობის ცვლილებაა მოსალოდნელი. დემოკრატები ტრადიციულად უფრო მტკიცედ უჭერენ მხარს ნატოს, ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციასა და რუსეთის შეკავებას. ამიტომ მათ მიერ კონგრესის კონტროლმა შესაძლოა გააძლიეროს ევროპელი მოკავშირეების პოზიცია იმ დროს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასთან, რუსეთის სანქციებთან და ევროპელების თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით უფრო ტრანზაქციულ მიდგომას იყენებს.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი შეზღუდვა არსებობს: საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი მაინც პრეზიდენტის ხელში დარჩება. ტრამპს კვლავ შეეძლება უცხოელ ლიდერებთან მოლაპარაკება, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემა, ბევრი სახის სანქციის შეცვლა და ტარიფების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილის დამოუკიდებლად წარმართვა. თავად ტრამპის ადმინისტრაციაც ამტკიცებს, რომ დემოკრატიული კონგრესი პრეზიდენტის სავაჭრო და საგარეო პოლიტიკის დიდ ნაწილს ვერ დაბლოკავს.

თუ დემოკრატები სენატსაც მოიგებენ, მათი გავლენა უფრო ძლიერი გახდება. სენატი ამტკიცებს ელჩებსა და პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მრავალ მაღალჩინოსანს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების დასამტკიცებლად საკვანძო როლი აქვს. ამიტომ დემოკრატიულ სენატს შეეძლება ტრამპის დიპლომატიური და ეროვნული უსაფრთხოების კადრების ნაწილი დაბლოკოს ან მათი დამტკიცება დამატებით პირობებს დაუკავშიროს.

შედეგად, დემოკრატების გამარჯვება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სრულ ცვლილებას არ ნიშნავს. უფრო რეალური სცენარია შემდგომი ორი წლის მანძილზე პოლიტიკური დაპირისპირება თეთრ სახლსა და კონგრესს შორის: ტრამპი შეეცდება საკუთარი საგარეო კურსის გაგრძელებას,  დემოკრატიული კონგრესი კი დაფინანსების, კანონმდებლობის, გამოძიებებისა და საჯარო მოსმენების გამოყენებით მის შეზღუდვას.

პოპულარული

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს....

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო...

ყველა ამბავი

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების შესაძლებლობის მიმართ ეჭვი გამოთქვა. ამის შესახებ მან შაბათს, 31 ოქტომბერს,...

აშშ-მა მოსკოვი მუზეუმ „ცარიცინოში“ ტერაქტის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს მუზეუმ-ნაკრძალ „ცარიცინოს“ ტერიტორიაზე არსებობდა „ისეთი მოვლენის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს“. აშშ-მა...

ამაზონიის ტყეების ქვეშ უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეების ქვეშ, დიდი მდინარეებიდან მოშორებით, მეცნიერებმა ასობით უძველესი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს ცივილიზაციას,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელს დააწესებს, რაც ჩინეთიდან იაფი იმპორტის...

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.მისი თქმით,...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...