დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს მოიპოვებენ და რესპუბლიკელებს უმრავლესობას ჩამოართმევენ — ასეთია წინასწარ მონაცემები.

აშშ-ში კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ბოლოს საარჩევნო უბნები ალასკაში დაიხურა.

ბევრ უბანზე ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა მრავალ შტატსა და საარჩევნო ოლქში წინასწარი შედეგები უკვე იკვეთება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი არსებითად შეიცვალოს.

წინასწარი მონაცემებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებენ, რისთვისაც სულ მცირე 218 მანდატი სჭირდებათ.  ტელეკომპანია CBS-ის შეფასებით, დემოკრატებმა პალატაში შესაძლოა სულ მცირე 245 ადგილი მიიღონ, რესპუბლიკელებმა კი — სულ მცირე 166.

ასევე, ხმების წინასწარი დათვლის მიხედვით, დემოკრატები კონგრესის ზედა პალატაზეც მოიპოვებენ კონტროლს. გრინვიჩის დროით 07:30 საათის მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სენატში უკვე მყარი უმრავლესობა აქვთ — 100 ადგილიდან 54.

სენატის არჩევნებში დემოკრატები მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც აიოვაში სენატორობის კანდიდატმა ჯოშ ტურეკმა გაიმარჯვა და დემოკრატიულ პარტიას ზედა პალატაში გადამწყვეტი, 51-ე ადგილი მოუტანა.

მანამდე, ხმების დათვლისას, გამოიკვეთა, რომ რესპუბლიკური პარტიის სენატორობის კანდიდატები დამარცხდნენ იმ შტატების უმეტესობაში, სადაც ტრადიციულად ძლიერი პოზიციები ჰქონდათ. მაგალითად, ტეხასში, სადაც დემოკრატებს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუმარჯვიათ, დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ დამაჯერებლად დაამარცხა კენ პაქსტონი — კანდიდატი, რომელსაც ტრამპი უჭერდა მხარს.

მენის შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ტროი ჯექსონმა დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინზი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა შტატს სენატში და რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება.

სამხრეთ კაროლინაში ენი ენდრიუსმა მოქმედ რესპუბლიკელ სენატორს, დარლინ გრემს სძლია. ტრამპმა ის პირადად შეარჩია მისი გარდაცვლილი ძმის, ლინდსი გრემის ადგილას, რომელიც წელს გარდაიცვალა.

ოჰაიოში დემოკრატმა შეროდ ბრაუნმა სენატში ის ადგილი მოიპოვა, რომელსაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იკავებდა.

კანზასში სენატორად დემოკრატი ადამ ჰამილტონი აირჩიეს, რომელმაც მოქმედი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა. ეს დემოკრატიული პარტიისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა: დემოკრატებს სენატში ეს შტატი თითქმის 100 წელია არ წარმოუდგენიათ.

მიჩიგანში, სადაც ხმების დათვლა ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა, ტელეკომპანია CBS-ის წინასწარი შეფასებით, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს დემოკრატების კანდიდატი აბდულ ელ-საიედი, რომელიც რესპუბლიკელ მაიკ როჯერსს დაახლოებით ხუთი პროცენტული პუნქტით უსწრებს. CBS ვარაუდობს, რომ ამ არჩევნებში დემოკრატი გაიმარჯვებს.

ელ-საიედმა უკვე გამოაცხადა თავისი გამარჯვების შესახებ და სიტყვით გამოვიდა, როგორც არჩეული სენატორი. „ცუდმა ბიჭებმა წააგეს, — განაცხადა მან. — ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ფული აპარტეიდს, გენოციდს ან ომს ხმარდებოდეს. გვინდა, რომ ის სკოლებს, ჯანდაცვის სისტემასა და ინფრასტრუქტურას მოხმარდეს აქ, მიჩიგანში“.

ელ-საიედმა მისთვის დამახასიათებელი ირონიული მანერით უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტსაც მიმართა.

„დონალდ, მომისმინე, ვიცი, რომ ჩემი სახელის წარმოთქმა გიჭირდა. ჰოდა, მას შემდეგ, რაც ჯეი დი [ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი] ფიცს დამადებინებს, იანვრიდან შეგიძლია უბრალოდ სენატორი დამიძახო“, — თქვა მან დამცინავად.

ვენსს მან „ჰაბიბი“ უწოდა („ჩემო ძვირფასო“ არაბულად), რითაც საკუთარ ეგვიპტურ წარმომავლობაზე მიანიშნა. ელ-საიედი აშშ-ის ისტორიაში პირველი მუსლიმი სენატორი გახდება.

დემოკრატების დამაჯერებელი გამარჯვება, ფაქტობრივად, წერტილს დაუსვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგს და თეთრ სახლში მისი ყოფნის ბოლო ორი წლის განმავლობაში გზას გაუხსნის მისი ადმინისტრაციისა და ბიზნესპროექტების მიმართ გამოძიებების სერიას, აღნიშნავს CBS News.

საბოლოოდ რამდენი მანდატით იქნება წარმოდგენილი დემოკრატიული უმრავლესობა, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ითქმის, რადგან რიგ ოლქებში, სადაც დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს, ხმების დათვლა გრძელდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისას სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ამ არჩევნებზე ბიულეტენებში მისი სახელი არ ყოფილა და დასძინა: „მე რომ კენჭი მეყარა, დამაჯერებლად გავიმარჯვებდით!“

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები იმ მრავალ ოლქსა და შტატში იმარჯვებდნენ, რომლებიც რესპუბლიკელების დასაყრდენად მიიჩნეოდა, ტრამპმა New York Times-ს განუცხადა, რომ „სრულიად მზადაა ამ შედეგების მისაღებად“ და პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობას აპირებს.

„იცით, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მათთან, — თქვა მან. — ალბათ, რაღაცაზე შეთანხმებას მოვახერხებთ“.

ამასთან, Truth Social-ში მან მიანიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს: გამოაქვეყნა თავისი საფირმო წითელი კეპის გამოსახულება წარწერით „Veto“.

რესპუბლიკელების მარცხი მან, სხვა მიზეზებთან ერთად, ირანში ომსაც დაუკავშირა, რის გამოც აშშ-ში წელს საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და პრეზიდენტის მხარდამჭერებშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია.

ყოფილმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ბარაკ ობამამ თანაპარტიელებს გამარჯვება უკვე მიულოცა სოციალურ ქსელ X-ში. „ამ საღამოს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო სიგნალი გაგზავნა: ადამიანებს სურთ პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს და არ ყოფს, და ლიდერები, რომლებიც მათ წინაშე არსებული პრობლემების კონკრეტულ გადაწყვეტას სთავაზობენ. ეს შედეგები მხოლოდ იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში — მათ შორის იქაც, სადაც წარმატების შანსი თავდაპირველად დაბალი ჩანდა — პოლიტიკურ ასპარეზზე გამორჩეული კანდიდატები გამოჩნდნენ“, — დაწერა ობამამ.

რას უნდა ველოდოთ დემოკრატების გამარჯვებისგან

ახლად არჩეული კონგრესმენები და სენატორები კაპიტოლიუმში თავიანთ ადგილებს 2027 წლის იანვრის დასაწყისში დაიკავებენ.

კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი, დემოკრატები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის მის თანამდებობიდან გადაყენებამდე მიყვანას. ამისთვის სენატში ხმების ორი მესამედი, ანუ 67 ხმა იქნებოდა საჭირო, რისი მიღწევაც დემოკრატებისთვის ამ წარმატებული საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ნაკლებად შესაძლებელი იყო.

თუმცა, კონგრესის ერთ, მით უმეტეს ორივე პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს გავლენის გარკვეულ ბერკეტებს მისცემს.

პარტიას, რომელსაც თუნდაც მხოლოდ ერთი ხმით აქვს უმრავლესობა, შეუძლია:

  • შეაფერხოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ან მეორე პალატიდან შემოსული კანონპროექტების მიღება;
  • გამოიძიოს ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სკანდალური შემთხვევა, კომიტეტების მოსმენებზე დაიბაროს მთავარი მონაწილეები და კამერების წინ მკაცრად გამოკითხოს ისინი;
  • უბრალო უმრავლესობით მიიღოს ან უარყოს საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონები — მაგალითად, უარი უთხრას ტრამპს საიმიგრაციო პოლიციის, ICE-ის დაფინანსებაზე;
  • სენატში უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, არ დაამტკიცოს ფედერალური მინისტრებისა და მოსამართლეების დანიშვნები.

პოპულარული

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა...

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და...

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს....

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს, ...

ბათუმში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბათუმში...

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა...

ყველა ამბავი

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი...

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული ოცნების" მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა დაცველებზე.  ამის შესახებ, მან  ელის...

ბომბის საფრთხის გამო 4 თვითმფრინავი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების...

ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია – ხოშტარია

"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია" - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს"მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია!სანამ...

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა – პაპუაშვილი

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო,...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„პრეზიდენტმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა."ბერა ივანიშვილის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი — ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით,...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾ 100 წთ (საქართველოში) - 4₾ 60 000 მბ - 23₾ 9...