საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდება – ამის შესხებ მან განცხადება რუმინეთიდან გააკეთა.
“მე ვებრძვი ჩემს ირგვლივ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით გამოირჩევა რაღაც ტიპის დეპრესიით. ამით თქვენ ხდებით რუსული პროპაგანდის გამტარებლები. ბრძოლა თქვენს თავზე გამარჯვებით იწყება. 28 ნოემბერს ყველანი უნდა ვიყოთ ერთად. უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენ შეგიძლიათ.ამ აქციას ოპოზიცია-ც გეგმავს ეს არის მთელი საზოგადოების [პროტესტი] 28 ნოემბერს გამოვიდა მთელი საზოგადოება და ეს მთელი საზოგადოება გამოვა წელსაც.მე მაშინ კი არ ვიქნები მარტო თქვენთან ერთად, მე ვარ თითქმის ყოველ შაბათს აქციაზე, ვიქნები თქვენთან ბოლომდე”- თქვა ზურაბიშვილმა facebook live-ში ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ.
თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 2 წლისთავზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა.


