თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები, მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, ლიეტუვის საჰაერო სივრციდან უკან მოაბრუნეს და ბელგრადში დააბრუნეს. რუსეთში გამგზავრება მათ მხოლოდ მეორე მცდელობით შეძლეს. მათ შორის ყოფილი ვიცე-პრემიერიც იყო.

ავიაკომპანია Air Serbia-ს თვითმფრინავი, რომელიც 4 ნოემბრის ღამეს მოსკოვისკენ გაფრინდა და რომლის ბორტზეც ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები იმყოფებოდნენ, ჰაერში უკან მოაბრუნეს და ბელგრადში დააბრუნეს. ამის შესახებ ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, სერბული გამოცემა Nova იუწყება.

ლიეტუვის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის უკან მობრუნების მიზეზი გახდა ინფორმაცია ერთ-ერთი მგზავრის შესახებ, რომელმაც ფრენისწინა შემოწმება არ გაიარა. ეს მგზავრი აღმოჩნდა ალექსანდარ ვულინი — ყოფილი ვიცე-პრემიერი და „სოციალისტების მოძრაობის“ ლიდერი. ეს პარტია სერბეთის ყოფილ პრეზიდენტს უჭერს მხარს.

მის გარდა, თვითმფრინავის ბორტზე ვუჩიჩის კიდევ ორი თანამოაზრე იმყოფებოდა — სერბეთის სახალხო პარტიის ლიდერი ნენად პოპოვიჩი და კომპანია „სერბიაგაზის“ ხელმძღვანელი დუშან ბაიატოვიჩი. ორივემ სერბულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთში გაზის მიწოდებისა და სერბული ბანკ Alta-სთვის ლიცენზიის გაუქმებით გამოწვეული პრობლემების განსახილველად მიემგზავრებოდნენ.

როგორც Nova აღნიშნავს, ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანია უსაფრთხოების იმავე წესებით ხელმძღვანელობს, რომლებიც ბომბის აფეთქების საფრთხის დროს მოქმედებს.

ბელგრადში დაბრუნების შემდეგ ყველა მგზავრი და თვითმფრინავი ხელახლა შეამოწმეს. 4 ნოემბრის დილით თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა.

ვულინი — სერბეთის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა

ვულინმა განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთსა და სერბეთს შორის გაზის შესახებ შეთანხმების განსახილველად მიფრინავდა. პოლიტიკოსი ასევე უარყოფს, რომ თვითმფრინავში შემოწმების გარეშე ავიდა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია მიმდინარეობს.

მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე მოსკოვის ცენტრიდან მიმართვაც გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ „სერბეთიდან არ გაქცეულა“.

პოლიტიკოსი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ვუჩიჩის პრეზიდენტობის ბოლო წლებში იკავებდა. მანამდე ის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა სერბეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს. როგორც გამოცემა The Insider წერს, იგი პრორუსული პოზიციით გამოირჩეოდა და ბელგრადში რუსი ოპოზიციონერების თვალთვალს აწყობდა.

2025 წლის მარტში მან რუსეთის სპეცსამსახურებს მადლობაც გადაუხადა „ფერად რევოლუციასთან ბრძოლაში“ დახმარებისთვის — იგულისხმებოდა ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები, რომელთა წარმომადგენლებმაც „სტუდენტური სიის“ შემადგენლობაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს.

2023 წლის ზაფხულში ვულინს აშშ-მა სანქციები დაუწესა „ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“ მონაწილეობისთვის.

პოპულარული

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის...

დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...