მერცი: კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკის ცვლილებას არ ველი

მერცმა განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება. რესპუბლიკელების მარცხს ასევე გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები და გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები — პისტორიუსი და ვადეფული.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, თავშეკავებულად შეაფასა აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები და აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, პოლიტიკა დიდწილად კონგრესისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაშიც ტრამპი ქვეყანას დიდწილად კონგრესის გვერდის ავლით მართავდა. რატომ უნდა იყოს ახლა სხვაგვარად?“ — განაცხადა კანცლერმა ბერლინში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სდპგ) მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე. ამასთან, მისი თქმით, არჩევნების შემდეგ აშშ-ში შეიცვლება საბიუჯეტო დაგეგმვა, „შესაბამისად — შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმებიც“.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელიც 4 ნოემბერს ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას (BSC) ესწრებოდა, დემოკრატების გამარჯვებას „ისტორიული“ უწოდა და მათ „მთელი გულით“ მიულოცა. მომავლის შესახებ პროგნოზებისგან მან თავი შეიკავა: „ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს ამ არჩევნების შემდეგ. ჩვენთვის ისინი ჯერჯერობით უცნობია“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული დემოკრატების გამარჯვებას უფრო ოპტიმისტურად აფასებს. კერძოდ, მან იმედი გამოთქვა, რომ ორივე პალატაში მათი გამარჯვების შემდეგ განახლდება მსჯელობა უკრაინის დამატებით მხარდაჭერასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოგვარებაზე. „სავარაუდოდ, ეს სხვადასხვა მიმართულებით ინიციატივების წამოყენების ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, — ციტირებს სააგენტო dpa ვადეფულის მიერ ბუნდესტაგში ნათქვამ სიტყვებს.

კალასი: ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი ომის გამო რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს

აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი კონგრესი „გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე“. „ვნახოთ, რა მოხდება ახლა, თუმცა არჩევნებს ყოველთვის აქვს შედეგები“, — მის სიტყვებს სააგენტო AFP ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, აშშ-ის არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისას, განაცხადა, რომ ამერიკელებმა ხმა მისცეს „სიძულვილის, მაჩიზმის, კლიმატის ცვლილების უარყოფისა და ელიტების პრივილეგიების წინააღმდეგ“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კი იმედი გამოთქვა, რომ კენჭისყრის შედეგები ხელს შეუწყობს აშშ-ის ირანთან ომის დასრულებას. მან ასევე მოუწოდა ყურადღების უკრაინაში მიმდინარე ომზე გამახვილებისკენ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კენჭისყრის შედეგებს „ამერიკული დემოკრატიისთვის ძალიან კარგი ამბავი“ უწოდა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ კი მათში დაინახა ამერიკელების სურვილი, მხარი არ დაუჭირონ პოლარიზაციის პოლიტიკას.

პოპულარული

ტრამპი დაიმუქრა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის...

“სად გააქრეთ ჩვენი ცუგები?!“–საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა...

ბულგარეთმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს, ...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში)...

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500...

ყველა ამბავი

ვენსი: არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომია

აშშ-ის ირანთან ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების მთავარი მიზეზია, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ამომრჩევლები...

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს-ჰერჩინსკი

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი,...

საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

"ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული...

ტრამპის პოლიტიკური კატასტროფა: როგორ და რატომ ჩამოართვეს დემოკრატებმა რესპუბლიკელებს კონტროლი კონგრესზე

დემოკრატებმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს. დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც სულ რაღაც ორი...

არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ – კალასი

"არ გვინდა ზურგი ვაქციოთ ქართველებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად, ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ"-თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში...

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ!"- წერს ამის შესახებ, ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, რითიც...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო."  -...

“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!!” – ნინო ჟიჟილაშვილი [video]

მეტრო დელისის მიმდებარედ, „ფორმულას“ შენობაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტელეკომპანიის ოფისის ქვედა, - მე-16 სართულზე გაჩნდა. ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი...

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტი, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის...

“45 870 ლარის სამშენებლო მასალები თაღლითურად მიისაკუთრა” – 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს მოიპოვებენ და რესპუბლიკელებს უმრავლესობას ჩამოართმევენ — ასეთია წინასწარ მონაცემები.აშშ-ში კონგრესის...