რუსეთის მასირებული საჰაერო შეტევა კევზე–არის მსხვერპლი

spot_imgspot_img

„ამ ღამით კიევის ოლქმა კვლავ გადაიტანა მტრის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თავდასხმა. სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმას 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა“, — განაცხადა ოთხშაბათ დილით კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ.

მისი თქმით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ბუჩის რაიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი ფასტოვის რაიონში, განაცხადა ტკაჩენკომ.

მაშველების ცნობებიდან ირკვევა, რომ კიევის ოლქში რუსეთის ძალებმა საწყობებსა და ლოგისტიკურ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ბროვარის რაიონში, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ბროვარიში, ასევე კიდევ სამ სოფელში, სასაწყობე შენობებში „მასშტაბური ხანძრები“ გაჩნდა. ბუჩის რაიონში სოფელ ჩაიკიში მდებარე საწყობში ხანძარს აქრობენ, ხოლო ფასტოვის რაიონში ხანძრები გაჩნდა ლოგისტიკური საწარმოსა და „ერთ-ერთი საწარმოს“ ტერიტორიაზე, განაცხადეს მაშველებმა.

მანამდე ხელისუფლებამ კიევსა და კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული დარტყმის შესახებ განაცხადა.

კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. უკრაინის დედაქალაქის ობოლონის, სვიატოშინის, ჰოლოსიივისა და დესნიანის რაიონებში ხანძრები და ნგრევა დაფიქსირდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განახორციელა მასირებული დარტყმა „სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და შორი მოქმედების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით“.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნეები იყო „ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სადისტრიბუციო ცენტრები, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა შეიარაღებისა და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შესანახად და გადასაზიდად, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და განაწილებისთვის“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კიევში დარტყმები განხორციელდა „ნოვა პოშტას“, „ეპიცენტრისა“ და „MLP-ჩაიკას“ ლოგისტიკურ ცენტრებზე, ასევე „ტრანს-ლოგისტიკის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრზე.

უწყების მტკიცებით, კიევის ოლქში სამიზნეები იყო სამი ლოგისტიკური ცენტრი — „ბროვარი“, „ტერმინალ ბროვარი“ და Raben, რომლებიც ასევე ქალაქ ბროვარიში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ობიექტები უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, „მათ შორის უცხოური წარმოების“, შენახვისა და განაწილების კვანძებად დაასახელა.

უკრაინის ხელისუფლება მანამდე სასაწყობე შენობებში მრავალჯერადი მოხვედრების შესახებ იუწყებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ინახებოდა ამ ობიექტებში.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო უწყების განცხადების მიხედვით, ოდესის სამხრეთით სამი მშრალტვირთმზიდი გემი დაზიანდა. უკრაინულ მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სამაშველო სამსახური: კიევის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში — თავად ქალაქ კიევის მონაცემების გარეშე — ღამის რუსული იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 27 კი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები მუშაობენ ოთხ ობიექტზე ბროვარის რაიონში, ორ ობიექტზე ბუჩის რაიონში და ერთ ობიექტზე ფასტოვის რაიონში.

უწყება ასევე იუწყება სასაწყობე შენობებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების შესახებ. საუბარია ოთხ ობიექტზე ბროვარის რაიონში და ორ ობიექტზე ბუჩის რაიონში.

კიევის ოლქზე ღამის თავდასხმისას ვერც ერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა — უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ოთხშაბათის ღამეს რუსეთმა უკრაინას ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით — „ცირკონით“/„ონიქსით“, 24 ბალისტიკური რაკეტით — „ისკანდერ-M“-ით/S-400-ით და 115 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.

„დარტყმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი იყო“, — ნათქვამია დილის ანგარიშში.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ვერც ერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 98 უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს ან ჩაახშეს“. „დაფიქსირდა რაკეტებისა და 17 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 26 ლოკაციაზე, ასევე ნამსხვრევების ჩამოვარდნა“, — ნათქვამია განცხადებაში. თავდასხმა გრძელდება.

წუხელვე უკრაინამ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ობიექტს შეუტია. კომპანიამ განაცხადა, რომ ადგილზე ხანძარს აქრობენ. „ობიექტზე წინასწარ ჩატარდა ევაკუაცია“, — ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო ერთ-ერთი დრონი „Wildberries“-ის დახარისხების ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მისი მონაცემებით, ტულის ოლქზე მასირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ეს 18 ივლისის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში „Wildberries“-ის საწყობებში გაჩენილი სულ მცირე მე-15 ხანძარია. წინა დღეს ძლიერი ხანძარი ლენინგრადის ოლქის დასახლება კრასნი ბორში მდებარე ლოგისტიკურ ობიექტზე გაჩნდა. სამშაბათს მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ჩეხოვში საწყობში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, აცხადებდა ხელისუფლება.

spot_imgspot_img

პოპულარული

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...

ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის...

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“: იტალია ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას ატარებს

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...
spot_img

ყველა ამბავი

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე რამდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში  დააკავეს. ვიდეო-კადრები  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე...

უკრაინელებმა 48 საათში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 13 ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის თქმით, უკრაინელებმა 48 საათში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 13 ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა.თავდასხმების...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული FPV-დრონების „უპირის“ მწარმოებლისა და ცნობილი Z-არხის („Повёрнутые на войне“) ავტორის,...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა: აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია უპილოტო აპარატების საფრთხე...აფხაზეთში „უპილოტო საფრთხის“ რეჟიმი და...

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.„ნამდვილი...

გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა – კობახიძე

"გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა" - "ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო ზამთრის სეზონისთვის გუდაურში ახალი...

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. ვახო სანაია პირველია, ვინც სოციალურ ქსელში...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, რომელიც ე. წ. რესპუბლიკის 2026–2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური...

ტულის ოლქში დრონის დარტყმის შემდეგ „Wildberries“-ის საწყობი იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ოთხშაბათს,...

„სირცხვილი შიგნიდან მჭამდა“–FBI-ის აგენტმა აღიარა, რომ „მტრული“ ანგარიშებიდან ერთი მილიონი დოლარი მოიპარა

FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ....