რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“: იტალია ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას ატარებს

spot_imgspot_img

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი „Toa Payoh“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-მა,  ხმელთაშუა ზღვაში ევროკავშირის საზღვაო მისიის (EUNAVFOR MED IRINI) ფლაგმანურმა გემმა, ნავთობტანკერი „Toa Payoh“ დაათვალიერა, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის სამინისტრომ კვირას, 2 აგვისტოს განაცხადა .

ინსპექტირება ჩატარდა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გემს კამერუნის დროშის გამოყენების უფლება. „ოპერაცია იტალიის წვლილის ნათელი დემონსტრირებაა ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის წინაშე“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ.

ტანკერი სტამბოლისკენ მიემართებოდა

16 ივლისს, ბენინის კოტონუს პორტიდან სტამბოლისკენ მიმავალი ნავთობტანკერი ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიის სრუტეში, კუნძულ პანტელერიას დასავლეთით დააკავეს . ტანკერის კაპიტანმა თავდაპირველად თანამშრომლობაზე უარი თქვა. შემდგომში იტალიელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი გემ „Thaon di Revel“-დან ვერტმფრენით გემზე გადაიყვანეს და საჭირო ინსპექტირება ჩაატარეს.

დეპარტამენტის ცნობით, ოპერაცია, რომელსაც მხარს უჭერდნენ ბერძნული გემი და პოლონური საპატრულო თვითმფრინავი, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და დადგენილი პროცედურების დაცვით დასრულდა. ოპერაცია საერთაშორისო წყლებში ევროპული მანდატის ფარგლებში და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS) 110-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადამოწმდება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა გემი.

ევროკავშირის სანქციები

„როიტერის“ ცნობით, EUNAVFOR MED IRINI ევროკავშირის საზღვაო მისიაა, რომელიც 2020 წელს ლიბიაზე გაეროს იარაღის ემბარგოს აღსასრულებლად დაიწყო. მას შემდეგ, ევროკავშირის მთავრობებმა გააფართოვეს მისი ოპერაციების ფარგლები და უფლებამოსილება მისცეს ჩაატაროს ინსპექტირება იმ გემებზე, რომლებიც სავარაუდოდ ყალბი დროშის ქვეშ ცურავენ.

ევროკავშირმა ადრე დააწესა სანქციები ათობით გემზე, რომლებიც , მისი თქმით, რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით გამოყენებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.

spot_imgspot_img

პოპულარული

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო...
spot_img

ყველა ამბავი

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...