კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართავს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი გაწვევის ასაკს მიღწეულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურში იძულებით რთავს, რადგან ნებაყოფლობითი მიმართვიანობა იკლებს.
გამოცემის ცნობით, იურისტების, უფლებადამცველებისა და თვითმხილველების თქმით, პატარა რუსულ ქალაქებში ზოგიერთი სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი, მამაკაცებს ქუჩაში, სამუშაო ადგილთან ან სავარაუდო დოკუმენტების შემოწმების საბაბით აკავებს. მათი თქმით, დაკავებულ მამაკაცებს კომისარიატში ემუქრებიან ან სცემენ მანამ, სანამ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერენ.
რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველებს დიდ თანხებს სთავაზობს — ხშირად წლიური ხელფასის ოდენობაზე მეტს.
მიუხედავად იმისა, რომ გაწვევა რუსეთში ოფიციალურად კვლავ ნებაყოფლობითია, თვითმხილველების თქმით, სამართალდამცავები ზოგჯერ სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებთან ერთად მამაკაცებზე ძალადობენ, ან დაპატიმრებით ემუქრებიან რათა დათანხმდნენ გაწვევას. ბლოგერ სტანისლავ მოროზოვის თქმით, მასთან საუბრის დროს ათობით ადამიანი დაეთანხმა კონტრაქტზე ხელმოწერას მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკის ჩადებითა და დაუყოვნებელი დაპატიმრებით დაემუქრნენ.
რუსეთის რეგიონული პროგრამები 100 000 რუბლს (დაახლოებით 1300 დოლარი) სთავაზობს ყველას, ვინც ვინმეს გაწვევის პუნქტში მიიყვანს. მსგავსი კამპანიები მოქმედებს, მაგალითად, თათარტანში, ამურისა და იაროსლავის ოლქებში, ასევე კალუგაში, ვორონეჟსა და არხანგელსკში.
პუტინი ახალ მობილიზაციას ამზადებს
ამერიკელი წარმომადგენლების თქმით, კრემლი განიხილავს ახალ, იძულებით მობილიზაციას, რომელსაც ფრონტზე რამდენიმე ათასი დამატებითი სამხედროს წაყვანა შეუძლია. სავარაუდოდ, ეს რუსეთის საპარლამენტო არჩევნების — 20 სექტემბრის — შემდეგ მოხდება.
DeepState-ის მონაცემებით, ივლისში რუსეთის ოკუპანტებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს. მდგომარეობა ყველაზე მძიმეა როდინსკეს, კოსტიანტინივკას მიმართულებით, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, ასევე სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით.ამასთან, ISW-ის მონაცემებით, ივლისში რუსებმა ოთხჯერ ნაკლები ტერიტორია დაიპყრეს, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთის გაზაფხულ-ზაფხულის შეტევამ მნიშვნელოვან ოპერატიულ შედეგებს ვერ მიაღწია და ფაქტობრივად ჩავარდა.















